CIU-სა და გდანსკის უნივერსიტეტის მკვლევართა თანამშრომლობით, ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული – Mass Communication in the Digital Era გამოიცა
საერთაშორისო აკადემიურმა გამომცემლობამ Brill | V&R unipress-მა გამოსცა ახალი აკადემიური კრებული Mass Communication in the Digital Era, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გდანსკის უნივერსიტეტის (University of Gdańsk) მკვლევართა თანამშრომლობის შედეგია და თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მასობრივი კომუნიკაციის ტრანსფორმაციას ეძღვნება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ 6 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემაში წარმოდგენილია 15 კვლევა, რომლებიც მოიცავს ციფრული მედიისა და პლატფორმების განვითარებას, მულტიმოდალურ კომუნიკაციას, სტრიმინგის პლატფორმებს, ხელოვნური ინტელექტის როლს ჟურნალისტიკისა და საინფორმაციო დღის წესრიგის ფორმირებაში, სოციალური მედიისა და აუდიტორიების ცვლილებას, ვიზუალურ კომუნიკაციასა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ტრანსფორმაციას.
კრებულის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მედიის როლს თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში – საინფორმაციო ომს, დეზინფორმაციას, ციფრულ მანიპულაციას, ომის ნარატივებსა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. გამოცემაში ასევე განხილულია ციფრული მედიის შესაძლებლობები კულტურული ცოდნის ხელმისაწვდომობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით.
კრებულის რედაქტორები არიან ტატიანა კანანოვიჩი და სესილი გოგიბერიძე.
ავტორები:
კრებულში წარმოდგენილია ტატიანა კანანოვიჩის, ჟანა სლადკიევიჩის, ზაზა ცოტნიაშვილის, ალექსანდრა კლიმკიევიჩის, მარტინ ტრენდოვიჩის, რუსუდან კვარაცხელიას, ციცინო ბუკიას, ნანა ამირანაშვილის, ლიკა ზამბახიძის, ნინო ჭალაგანიძის, ივონა საკოვიჩ-ტებინკას, ბიანკა სადოვსკას, მარტა ნოინსკას, ვახტანგ მაისაიას, ალიკა გუჩუას, ნინო მინდიაშვილის, ეკატერინა ჭალაგანიძის, ადრიან ლანკიევიჩის, დათო ტაბატაძის, ეკა ბერაიას, ხათუნა კაჭარავას და ეკა თხილავას კვლევები.
გამოცემის განხორციელება შესაძლებელი გახდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გდანსკის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით.
კრებული ღია წვდომით (Open Access) არის ხელმისაწვდომი.
სრულ კრებულსა და სარჩევზე გადასვლა
Mass Communication in the Digital Era – სრული გამოცემა და Contents
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე – V“ – CIU-ს აკადემიური პერსონალი სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი