ახალი სასწავლო წელი არაერთ საჯარო სკოლაში ვერ დაიწყება – რას ჰპირდება მოსწავლეთა მშობლებს პრემიერ-მინისტრი
გასული სასწავლო წელი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლების ნაწილმა საპროტესტო აქციითა და თბილისში გზის გადაკეტვით დაიწყეს, მათი მთავარი მოთხოვნა სკოლებში წლობით გაჭიანურებული სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება და მოსწავლეების მშობლიურ სკოლებში დაბრუნება გახლდათ. ერთი წლის თავზე, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ისე დაიწყება, რომ ასობით სკოლის ათასობით მოსწავლეს ისევ დისტანციურად ან სხვა სკოლაში, მეორე სმენაში ჩაუტარდება გაკვეთილები.
ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჟურნალისტების კითხვებს ტრადიციულად არ პასუხობს, საკითხზე კომენტარის გაკეთება მოუწია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და 11 სექტემბერს მან მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დაპირებაც მისცა:
“ზოგადად, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და აქ ცვლილებები, პროცესის ინტენსიურად გაგრძელებაა საჭირო. იყო გარკვეული სირთულეები ტემპების კუთხით და შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, ამ სფეში გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტემპები მაქსიმალურად დავაჩქაროთ.
“არის არაერთი პრობლემური შემთხვევა – ეს არის გორში, თბილისში, დასავლეთ საქართველოში, როდესაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მოსწავლეებს უწევთ სხვადასხვა სკოლაში სიარული. ტემპები არის დასაჩქარებელი და მაქსიმალურად დავაჩქარებთ ამ სამუშაოებს იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ მაქსიმალურად ახლოს სახლთან, საკუთარ სკოლებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება