ბაგა–ბაღებში არსებული ვითარება სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა არასაკმარისია. მთავარ გამოწვევად კი კვლავ რჩება საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, აღმზრდელთა კვალიფიკაცია, ძალადობის პრევენცია და დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგების საკითხები.
როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ასახული, თბილისის ტერიტორიაზე 171 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც დარეგისტრირებულია 61.370 აღსაზრდელი. მისი თქმით, სასწავლო წლის დასაწყისში ბაღებს მიმართა, თუმცა რეგისტრაციის გარეშე დარჩა 3500 ბავშვი.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სააღმზრდელო ჯგუფების გადატვირთულობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთ ჯგუფში 60-65 აღსაზრდელია. ამასთან, პრობლემაა აღმზრდელ-პედაგოგების სიმცირე, ჯგუფებში საძინებელი ოთახების უქონლობა, ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სააღმზრდელო პროცესისუზრუნველყოფა. გამოვლინდა საბავშვო ბაღში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვებისრამდენიმე შემთხვევა, რამაც საფრთხე შეუქმნა აღსაზრდელის ფიზიკურ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს რეგიონებში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებზე, სადაც პრობლემები იკვეთება დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გარემოს, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებისა და სასწავლო-სააღმზრდელო ინვენტარის მიწოდება/განახლების მიმართულებით.
როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია ნათქვამი, კვლავ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაგა-ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში პრობლემურია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების რეალიზებაც.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება