GE

ბათუმის მე-8 სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მერვე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, კლასი, სადაც მოსწავლე ირიცხება სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის ინფორმაციით, ბავშვები 2 კვირით დაითხოვეს და ვითარებას დააკვირდებიან. მას ვირუსი გუშინ დაუფიქსირდა.

აჭარის რეგიონში სკოლებში სასწავლო პროცესი პირისპირ რეჟიმში 1-ლი თებერვლიდან განახლდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ აღნიშნულ კლასში მოსწავლეები ჰიბრიდული რეჟიმით სწავლობენ, ამიტომ მათ ყოველდღიური კომუნიკაცია არ აქვთ.

”ერთი შემთხვევა არაფერს არ ნიშნავს. მითუმეტეს ეს არის ისეთი კლასი, სადაც ეპიდრეჟიმი ზედმიწევნით იყო დაცული. კლასი ჰიბრიდიული რეჟიმით სწავლობს, ამიტომ, ყოველდღიურად ბავშვებს და მასწავლებლებს კომუნიკაცია არ ჰქონდათ”,  – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური