GE

ბათუმში მხოლოდ ერთი ბავშვი აიცრა – ვაქცინაციისა და ინფიცირების მაჩვენებლები აჭარაში

აჭარაში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კვირაში, 12-დან 15 წლამდე ასაკის პოპულაციაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ ერთი, 13 წლის მოზარდია აცრილი, 16-დან 18 წლამდე ასაკისაანებში კი – 8.

15 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 82 მოქალაქე გარდაიცვალა. მაგთან 5 აჭარის მკვიდრი. რეგიონში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექცია 96 ადმიანს გამოუვლინდა, მთლიანობაში კი, ვირუსს 1792 ადამიანი ებრძვის.
საგანგაშო ეპიდვითარებას რეგიონში ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობა ამძიმებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმში ერთადერთ სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც 12-დან 15 წლამდე მოზარდების აცრაა შესაძლებელი – ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფო. კლინიკის ხელმძღვანელი თამარ ბახტაძე აცხადებს, რომ კლინიკა მზად არის, მოზარდთა ასაკში უსაფრთხოდ უზრუნველყოს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება.

„კლინიკა აბსოლუტურად უზრუნველყოფს ყველანაირ გადაუდებელ დახმარებას, რომელიც დაკავშირებული იქნება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, მით უფრო, მოზარდთა მიმართულებით. ჩვენთან ფუნქციონირებს, როგორც მოზრდილ ბავშვთა რეანიმაცია, ასევე სხვა საჭირო განყოფილებები და სპეციალისტები, რომლებიც აბსოლუტურად უზრუნველყოფენ ყველანაირი გართულების მკურნალობას, მართვას და მონიტორინგს“, – აცხადებს თამარ ბახტაძე აჭარის ტელევიზიასთან საუბარში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ დაბალია, თუმცა უახლოეს დღეებში მატებას ელოდებიან.
ცენტრის ხელმძღვნელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში 120 000 ბავშვი დაინფიცირდა და 8 მათგანი გარდაიცვალა. ბავშვები ვირუსს შედარებით მსუბუქად იტანენ, თუმცა მათი ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასრულება ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ 9 ნოემბერს მიიღო. 15 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ აცრილია 518 მოზარდი, აქედან 48 – სრულად.

ასევე იხილეთ:

COVID-19-ზე საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის 518 ბავშვია ვაქცინირებული

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური