COVID-19-ზე საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის 518 ბავშვია ვაქცინირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა 14 ნოემბერს განაცხადა, თანდათან მოიმატებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ორი წლის განავლობაში ინფიცირებულთა შორის ბავშვების წილი დაბალი არ არის და საყურადღებოა.
„ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი არ არის დაბალი. მთლიანად იმ ინფიცირებულთა შორის, რაც დადასტურებულია ამ ორი წლის განმავლობაში, ბავშვების წილი 120 000 ფარგლებშია. ბავშვები საკმაოდ ხშირად ინფიცირდებიან, მაგრამ შედარებით მსუბუქად იტანენ, თუმცა იცით რომ რვა შემთხვევა გვქონდა ფატალობის. ბავშვები ასევე მარტივად ავრცელებენ, აინფიცირებენ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს. ბევრი კვლევაა ჩატარებული, როგორი დამცველობითი უნარი აქვს, თითქმის 100%-იანი, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო და მოიცვა ბავშვების დიდი ნაწილი. დავიწყეთ 12- 15 წლის ასაკში ვაქცინაცია, 518 ბავშვია ამ ასაკის აცრილი, აქედან 48 სრულად. დიდი აქტიურობა არ არის, მაგრამ აქტიურობა თანდათან მოიმატებს და სასურველია მშობლებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ, რომ აუცილებელია ბავშვების აცრა, დავამთავროთ პანდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ასევე იხილეთ:
სასწავლო პროცესი რომ არ ჩაიშალოს, მოზარდების აცრა სწრაფად უნდა მოხდეს – ბიძინა კულუმბეგოვი
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19