GE

ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნია განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევები მსუბუქად მიმდინარეობს.

„ბავშვებში შემთხვევების უდიდესი ნაწილი მაინც არის მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მათი მართვა წარმატებით არის შესაძლებელი ბინაზეც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა აქტიურად მიჰყვებოდეს, საერთაშორისო გამოცდილებას, ყველა სიახლე რომელიც დღეს განიხილება საქართველოში დაინერგოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 3 სექტემბერს, ჟურნალისტებთან.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 ინფიცირებული. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 8.34%.

ამავე თემაზე:

14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, 19 წლამდე ახალგაზრდებში კი 20%-იანი მაჩვენებელია – ამირან გამყრელიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური