GE

ბორჯომში ოთხი კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ქალაქ ბორჯომში სამი მასწავლებელი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა, ამის გამო ოთხი კლასი დროებით დისტანციურად ისწავლის.

თვითიზოლაციაში იმყოფება N1 სკოლის ორი და N3 სკოლის ერთი მასწავლებელი.

„ჩვენთან პერიოდულად ტარდება ტესტირება, ამ დრომდე მასწავლებლის ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს. კოვიდინფიცირებულთან ირიბი კონტაქტის გამო, იზოლაციაში სამი პედაგოგი გადავიდა. აქედან გამომდინარე ბორჯომში, პირველ და მესამე სკოლებში, ოთხი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ოთხივე დაწყებითია“, – ამბობს ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, იზოლდა ლომიძე.

მისი განმარტებით, ბორჯომის N1 სკოლაში დისტანციურად 22 თებერვლამდე ისწავლიან, რაც შეეხება N3 საჯარო სკოლას, აქ ერთი კლასი 22 თებერვლამდე, ხოლო მეორე კლასი 1–ელ მარტამდე.

სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარე წლის 1–ელი თებერვლიდან განახლდა.

წყარო: sknews

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური