GE

ბრიტანელი ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ბავშვებისთვისაც სახიფათოა

კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული შტამი“ საფრთხეს ბავშვებსაც უქმნის. ამის შესახებ ლონდონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დიპტი გურდასანი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მისივე ინფორმაციით, ვირუსის მუტაცია 1,74-ჯერ უფრო სწრაფად გავრცელებადია, ვიდრე SARS-CoV-2 შტამი და საფრთხეს არამხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, არამედ 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფსაც უქმნის.

SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია დიდ ბრიტანეტში დეკემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. დღეს ის უკვე მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანასია დაფიქსირებული.

წყარო: იმედი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური