GE

„ბულინგი არ არის ასაკით განპირობებული ბავშვური კინკლაობა – სკოლას სჭირდება ანტიბულინგის პოლიტიკის შემუშავება“

მანანა ჯინჭარაძე, მასწავლებელი, ტრენერი (4 ნოემბერი)

„ბულინგი არ არის ნებადართული;

ბულინგი არ არის ასაკით განპირობებული ბავშვური კინკლაობა;

ბულინგს არ აქვს ასაკი;

ბულინგი ხანგრძლივი პროცესია;

ბულინგი გუნდური გამბედაობის შედეგია;

ბულინგს უყვარს ბნელი ადგილები;

ბულინგს არ უყვარს მოწმეები;

ბულინგს სჭირდება დიაგნოსტირება;

ბულინგს სჭირდება დისციპლინა;

დისციპლინას სჭირდება წესები;

წესებს სჭირდება შესრულება;

შესრულებას – ზედამხედველობა;

შეუსრულებლობას – მყარი და თანმიმდევრული სახდელები;

ბულინგს სჭირდება საპრევენციო და საინტერვენციო პროგრამები;

ბულინგის მიზეზებს სჭირდება საქმის სრული ჩანაწერი;

ბულინგის პრევენციას სჭირდება ტიპური ქეისების შესწავლა;

ბულინგს სჭირდება ღია საკომუნიკაციო არხები;

მონაწილეებს – უსაფრთხო გარემო დარდის გასაზიარებლად.

სკოლას სჭირდება ანტიბულინგის პოლიტიკის შემუშავება;

შემუშავებას სჭირდება პროფილური გუნდი;

შემუშავებულ დოკუმენტს – განხორციელება;

განხორციელებას – თანმიმდევრულობა და სტაბილურობა.

ბულინგიის ყველაზე მსუბუქი შედეგია სოციალური ფობია სოციალური სიტუაციების წინაშე: საჯარო გამოსვლის შიში, სოციალური ინტერაქციისაგან თავის არიდება. საჯარო შეფასების შიში, გუნდურ მუშაობაზე თავის არიდება; ყველაზე მძიმე – სუიციდი!“.

ასევე იხილეთ:

საქართველოს სკოლებში ყველაზე ნაკლებად მოსწავლებისგან თანაკლასელის მიმართ დაცინვის ფაქტები შემცირდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური