CAT-ის გამოცდების გაუქმების შემდეგ მე-6 და მე-10 კლასებში ეროვნული შეფასება ჩატარდება
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას ამბობს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, აქცენტი მე-6 და მე-10 კლასელების ეროვნულ შეფასებაზე გაკეთდება.
„გამოცდების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შეფასების საფეხურები არ იქნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ადრეულ ასაკში უნდა გავიგოთ ვის რა უჭირს. დაწყებითი საფეხური სრულდება მე-6 კლასში და არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ტრანზიციისთვის, მოსწავლე გადადის საბაზო საფეხურზე, სადაც უკვე ძალიან კომპლექსური სწავლება შემოდის. აი აქ უნდა ჩატარდეს ეროვნული შეფასება, მე-6 კლასში და ასევე მე-10 კლასში, რომელიც არის ასევე გარდამტეხი ეტაპი საბაზოდან საშუალო საფეხურზე გადასასვლელად. მოსწავლემ მე-10 კლასშივე უნდა იცოდეს თავისი აკადემიური შესაძლებლობები და უნდა მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება კოლეჯში უნდა წასვლა თუ უნივერსიტეტში, რომელი მიმართულება უფრო აინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ მე-10 კლასის შეფასება დაინერგება და პილოტირებას გაივლის წელსვე, რომელსაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ ექნება ჩაჭრა – არჩაჭრის ელემენტი. ეს იქნება ჩვეულებრივი შეფასება, რომელიც სადიაგნოსტიკო იქნება“, – აცხადებს ირინა აბულაძე.
მისივე განმარტებით, 2020 წელს დამამთავრებელი კლასებისთვის ახალი სასწავლო პროგრამა შედგება, რომელიც აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოამზადებს.
„რაც შეეხება მე-11 და მე-12 კლასებს, არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი აკადემიური მომზადების. უნივერსიტეტები დღეს ამბობენ, რომ წლიდან–წალმდე უარესდება სტუდენტთა კონტინგენტი, წერა არ იციან, კითხვა არ იციან, აკადემიურად მზად არ არიან უნივერსიტეტისთვის. ზუსტად ეს უნდა უზრუნველყოს სკოლამ ბოლო კლასში. ახალი პროგრამა, რომელსაც ჩვენ 2020 წელს მე-11, მე-12 კლასებისთვის დავამტკიცებთ, იქნება ისეთი, როგორიც ბევრ მოწინავე ქვეყანაშია, მაგალითად ესტონეთში, ეს იქნება წინარე აკადემიური პროგრამა, რომელიც ცხადია მოამზადებს ჩვენს ახალგაზრდებს“, – დასძინა ირინა აბულაძემ.
ამავე თემაზე:
ბატიაშვილის რეფორმა – სიახლეები
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება