GE

„ჩემი სათქმელი განათლებაზე“ – EDU.ARIS.GE-ს შეთავაზება საგანმანათლებლო საზოგადოების წევრებს

თუკი საგანმანათლებლო საზოგადოების წევრი ხართ ან იყავით და ფიქრობთ, რომ თქვენი პროფესიული გამოცდილება, ჩატარებული გაკვეთილისა თუ ლექციის ფორმატი, კლასისა და აუდიტორიის მართვისა და სწავლა-სწავლების თქვენეული მეთოდები თქვენი კოლეგებისთვის რესურსად შეიძლება იქცეს, ან საკუთარი ხედვები გაგაჩნიათ განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის EDU.ARIS.GE-ს რუბრიკაში – „განათლებული ბლოგი“ თქვენი საგანმანათლებლო სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობა გექნებათ, სრულიად უფასოდ.

„ჩემი სათქმელი განათლებაზე“ გააერთიანებს თქვენს მიერ დაწერილ მეთოდურ სტატიებს, ანალიტიკურ წერილებსა და იმ მიგნებებს, რომელსაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ნერგავთ და აქტიურად იყენებთ.

რაზე წერთ

ინტერესის სფეროს წარმოადგენს განათლების პოლიტიკა, სწავლა-სწავლების განსხვავებული მეთოდები (პრაქტიკაში გამოყენებული, ან იდეის დონეზე არსებული – ჩატარებული გაკვეთილი, ლექცია, განსხვავებული დავალების ფორმატი და ა.შ), საერთაშორისო მაგალითებით ნაკარნახები გადაწყვეტები განათლების სექტორის განვითარებისთვის და კონკრეტული ფაქტების აღწერა, რომელიც თქვენთვის არის ცნობილი ან ხელმისაწვდომი და ამაზე წერის შესაძლებლობა გაქვთ.

ვინ წერს

წერილისა თუ სტატიის ავტორობა პრაქტიკულად შეზღუდული არ არის და ჩვენთან თანამშრომლობა მოსწავლის მშობლით დაწყებული სასკოლო და საგანმანათლებლო საზოგადოების ნებისმიერ წევრს, განათლების საკითხებით დაინტერესებულ და მასში გარკვეულ ყველა პირს შეუძლია.

რა ფორმატის შეიძლება იყოს წერილი/სტატია

  1. ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს სამ გვერდს;
  2. აუცილებელია სათაური და შესავალი მკითხველისთვის წერილის საკითხის აღსაქმელად;
  3. წყაროს/წყაროების ციტირება დასაშვებია მცირე დოზით;
  4. ტექსტი უნდა იყოს არგუმენტირებული, გასაგები და გამართული ქართულით ნაწერი;
  5. პლაგიატთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები უნდა იყოს დაცული;
  6. მეთოდიკებისა და სწავლა-სწავლების მაგალითების გაზიარებისას აუცილებელია ფოტომასალის მოწოდება.

რა არის საჭირო გამოქვეყნებისთვის

  1. მომზადებული მასალა და ფოტოები (სრულყოფილი რეზოლუციით) გამოგვიგზავნეთ [email protected];
  2. ჩვენთან კომუნიკაცია, დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მასალის მომზადებამდეც (https://www.facebook.com/edu.aris.ge);
  3. სტატიას უნდა დაერთოს ავტორის გვარ-სახელი და რეგალია.

რა უფლებას იტოვებს EDU.ARIS.GE მასალის გამოქვეყნებამდე

  1. სათაურის ცვლილება სტატიის/წერილის ავტორთან შეთანხმებით;
  2. ტექსტის შეურაცხმყოფელი ან სხვამხრივ დამაზიანებელი ჩანართებისგან გათავისუფლება ავტორთან შეთანხმებული ალტერნატივებით;
  3. ცალმხრივი პოლიტიკური განწყობებით გაჯერებული და განათლების თემატიკისგან აცდენილი მასალების გამოქვეყნება ვერ მოხერხდება
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური