„ჩვენთან 51 მშობელი მკურნალობს, მათგან, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინირებული არ არის“
“ჩვენთან 51 მშობელი მკურნალობს, მათგან, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინირებული არ არის”, განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა კლინიკაში კვლავ მაღალ ციფრებზე ნარჩუნდება, თუმცა ზრდის ტენდენცია აღარ შეინიშნება.
“კლინიკაში, ამ ეტაპზე, მკურნალობს 108 პაციენტი, მომართვიანობა ნარჩუნდება მაღალ ციფრებზე, მაგრამ, რაც მთავარია, აღარ შეინიშნება ზრდის ტენდენცია. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას – არცერთი არ არის კრიტიკულად მწვავე. ინტენსიურში ადგილი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა დღეს გადაგვყავს პაციენტები განყოფილებებში, ასე რომ დაახლოებით 1 საათში ინტენსიურში ადგილები გათავისუფლდება”, – აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19