GE

ციფრული სკოლის კონცეფცია – რას გულისხმობს განათლების მომავალი მინისტრის ახალი ინიციატივა

„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ციფრული სკოლის კონცეფცია, რომელზეც მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ“, – აღნიშნული განცხადება განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში საკუთარი ხედვის და იმ ცვლილებებზე საუბრის წარმოდგენისას განაცხადა, რომელსაც ის მთავრობასთან ერთად განათლების სფეროში აპირებს.

ბატიაშვილის განცხადებით, ტექნოლოგიები არის ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს სწრაფ განვითარებას მიაღწიოს, ამის მიზეზად კი მინისტრობის კანდიდატი ციფრულ ეკონომიკურ ერას ასახელებს.

“როდესაც ვისაუბრეთ სკოლის სისტემებზე, ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა რა მიმართულებებით უნდა გავაძლიეროთ თანამდეროვე დროის მონაპოვარი. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ციფრული სკოლის კონცეფცია, რომელზეც მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ. ეს გულისხმობს ყველანაირი ელექტრონული და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას სადაც მოქცეული იქნება ის საგანმანათლებლო პროგრამები რომელიც არსებობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქნება თანამედროვე საინფორმაციო, სხვადასხვა ცოდნის წყაროები, რომელშიც იგულისხმება როგორც ტექსტუალური, ისე ვიდეო მასალები, სხვადსხვა განმავითარებელი პროგრამები და ა.შ.

ანუ ჩვენ თუ გვინდა სწრაფ პერიოდში გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არაგადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ტექნოლოგიებმა უნდა ითამაშოს. ამაში ვფიქრობთ ციფრული სკოლის კონცეფცია, უნდა იყოს იდეალური სკოლის კონცეფცია, სადაც წვდომა ექნება ნებისმიერ ადამიანს, აქ მხოლოდ ბავშვებზე არ არის საუბარი, არამედ ნებისმერ ადამიანზე, რომელსაც ამ პროგრამის გამოყენება შეიძლება სურდეს”,- აცხადებს ბატიაშვილი და აღნიშნავს, რომ ციფრული სკოლის კონცეფციაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

“ვფიქრობთ, ციფრული სკოლის კონცეფცია გავხადოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სწორად მოემსახურება ჩვენი სკოლების ხარისხობრივი ნაწილის გაძლიერებას. ბავშვები ჩართულები არიან ამ ტექნოლოგიებში – მობილური ტელეფონებით, პლანშეტებით და ა.შ. და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალებები იმისთვის, რომ ეს საგანმანათლებლო კონტექსტში გადავიტანოთ და ეს პლატფორმები გამოვიყენოთ განათლების კუთხით?! დღეს რაც გინდა უარი ვთქვათ და არ მოგვწონდეს, ეს არის დრო როცა ამას ვერ შევაჩერებთ, ამიტომ ჩვენ კი არ უნდა ვებრძოლოთ ტექნოლოგიებს, არამედ პირიქით, ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. გამოვიყენოთ ცოდნისთვის, განვითარებისთვის და ა.შ.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ვფიქრობთ, ის არის რომ სკოლების მიმართულებით გავაძლიეროთ ტექნოლოგიების დანიშნულება, რადგან რეალურად ამას ალტერნატივა არ აქვს და თუ გვინდა ზრდას სწრაფად და ეფექტურად მივაღწიოთ ციფრული სკოლების იდეალურ მოდელს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოზარდისთვის. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ საკმაოდ სწრაფად და უახლოეს პერიოდში შევეცდებით, რომ ამ კონტენტმა დაიწყოს მუშაობა და გარკვეული საგანმანათლებლო პროგრამები გაჩნდეს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ბავშვებისთვის”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე:

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება“ – განათლების მომავალი მინისტრი

განათლების მინისტრობის კანდიდატი: ჩვენი თვითმიზანი არ არის ერთჯერადი კოსმეტიკური ცვლილებები

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური