GE

CIU-მ და „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

12 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივ ღონისძიებებს, პროექტებსა და კვლევებს, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკას ასოციაციაში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ბესიკ ობოლაძემ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ბესიკ ობოლაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის“. სპიკერმა ლექციის ფარგლებში მიმოიხილა უსაფრთხოების სისტემები, საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის პრინციპები, მდგრადი განვითარების მიზნები და უსაფრთოების სფეროს სხვა აქტუალური საკითხები, მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

მემორანდუმის ხელმოწერამდე აუდიტორიას საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ მიმართეს.

ღონისძიებას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური