CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებს პორტუგალიაში სწავლისა და ორმაგი დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პორტუგალიურ Instituto Politécnico de Bragança-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ ბოლო სასწავლო წელი პორტუგალიურ უნივერსიტეტში ისწავლონ და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტთა / აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
აირჩიე CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა:
- თანამედროვე სასწავლო კურსები მრავალფეროვანი პრაქტიკული კომპონენტით;
- უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორიები;
- ბიზნესინკუბატორში ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სტარტაპებზე მუშაობის შესაძლებლობა;
- მუდმივი ვორქშოპები და ჰაკათონები.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველ სასწავლო წელს 20%-იანი შიდა გრანტით ისარგებლებს.
ასევე ყველა პირველკურსელს საჩუქრად:
- 1000 ₾ ვაუჩერი – “AI – ნავიგაცია პრაქტიკაში“ – ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
- 2000 ₾ ვაუჩერი – უცხო ენაში ინტენსიური მომზადების პროგრამა;
- მედალოსნების დაფინანსება: 20% ოქრო, 10% ვერცხლი;
- საუნივერსიტეტო და სახელობითი სტიპენდიები;
- გადახდის მოქნილი სისტემა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი