CIU-ს კლუბმა უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის დასკვნით მატჩში „კარდიფი“ დაამარცხა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ფუტსალის კლუბმა უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის დასკვნით მატჩში უელსის ჩემპიონი „კარდიფი“ 7:0 დაამარცხა.
CIU-ს მიერ 5 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „კავკასიელთა“ მხრიდან გოლები საბა ტყეშელაშვილის (2), გარი წერეთლის, ბექა ბექაურის, ნიკა მანგოშვილის, საბა მაჩიტიძისა და ჯანიკო გიორგაიას ანგარიშზეა.
საბოლოოდ, CIU-ს კლუბმა G ჯგუფში გამოსვლა ორი გამარჯვებით მეორე ადგილზე დაასრულა, მომდევნო ეტაპზე კი მხოლოდ პირველადგილოსანი გუნდი გავიდა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი CIU ახალი სეზონისა და ტიტულის შენარჩუნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს სტუდენტი პროფესიაზე – „აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას ამას ვურჩევდი“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი