CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და დეკანის მოადგილე სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ და დეკანის მოადგილემ, ნანა ჯანაშიამ მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორდღიანი ფორუმი 10 ქვეყნის დელეგაციას, 300-მდე მონაწილესა და 21 ინსტიტუციის წარმომადგენელს აერთიანებდა. მათ შორის იყვნენ: უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები.
კონფერენციის გახსნის ნაწილში ასევე მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მიმართეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო სპიკერები, რომლებმაც სამედიცინო განათლების განახლებისა და განვითარების პროცესში თანამედროვე ტენდენციები გამოკვეთეს.
ფორუმზე იმყოფებოდა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი ჰარმ პეტერსი, რომელმაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ასოციაციის წევრობაზე ოფიციალური მოწვევით მიმართა.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი