GE

CIU-ს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეფასების სისტემის – QS Stars-ის სერტიფიკატი ოფიციალურად გადაეცა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საერთაშორისო განვითარების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – უნივერსიტეტს QS Higher Ed Summit: Europe 2026-ის ფარგლებში, რომელიც 24–25 ივნისს ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეფასების სისტემის – QS Stars-ის სერტიფიკატი ოფიციალურად გადაეცა.

უნივერსიტეტის მიერ 29 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უმაღლესი განათლების ფორუმზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ აკადემიური მიმართულების ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკატერინე ჩალაგანიძე, რომლებიც საერთაშორისო უნივერსიტეტების ლიდერების, განათლების ექსპერტების დისკუსიებში მონაწილეობდნენ.

სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო QS Stars-ის სერტიფიკატის ოფიციალური გადაცემა, რომელიც ადასტურებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებას აკადემიური ხარისხის, სწავლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.

QS Quacquarelli Symonds-ის მიერ განხორციელებული მრავალეტაპიანი, დამოუკიდებელი და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული შეფასების შედეგად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა 3 QS Stars-ის საერთო შეფასება, რაც უნივერსიტეტის მაღალი ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო აღიარებაა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა უმაღლესი შეფასებები მიიღო იმ მიმართულებებში, რომლებიც თანამედროვე უმაღლესი განათლების ხარისხის ერთ-ერთ მთავარ საზომს წარმოადგენს:

  • 5 ვარსკვლავი – სწავლების ხარისხში (Teaching);
  • 5 ვარსკვლავი – კურსდამთავრებულთა დასაქმებაში (Employability);
  • 4 ვარსკვლავი – გლობალურ ჩართულობაში (Global Engagement);

აღნიშნული შედეგები ასახავს უნივერსიტეტის მიზანმიმართულ საქმიანობას სტუდენტზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფის, კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოების მიმართულებით.

QS Stars წარმოადგენს უნივერსიტეტების შეფასების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო სისტემას, რომელიც ტრადიციული რეიტინგებისგან განსხვავებით ინსტიტუციებს მრავალმხრივ აფასებს. შეფასება ეფუძნება სწავლების ხარისხს, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლებს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ინფრასტრუქტურას, ინოვაციებს, აკადემიურ განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან ინდიკატორებს, რაც უნივერსიტეტების ძლიერი მხარეების სრულყოფილად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

QS Higher Ed Summit: Europe 2026-ში მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ევროპისა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

QS Stars-ის საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებით აგრძელებს განვითარების სტრატეგიას, რომელიც განათლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალურ კონკურენტუნარიანობას ეფუძნება.

ეს მნიშვნელოვანი წარმატება წარმოადგენს არა მხოლოდ უნივერსიტეტის დღევანდელი მიღწევების აღიარებას, არამედ მყარ საფუძველს მისი საერთაშორისო განვითარების მომავალი ეტაპებისთვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური