CIU-ს სტუდენტები სტუმრად კომპანია „ბადაგონში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ფინანსების მიმართულების საბაკალავრო პროგრამების მე-3-4 კურსელებისთვის მოეწყო გასვლითი ლექცია კახეთის რეგიონში, კომპანია „ბადაგონის“ ბაზაზე. აღნიშნული ღონისძიება ეწყობა ყოველსემესტრულად, სხვადასხვა ჯგუფებისთვის, CIU-ს საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, რუსუდან დალაქიშვილის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, მამუკა თორიას ორგანიზებით, აქტივობა კი სრულად დაფინანსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.
ცნობისთვის, კომპანია 2006 წელს დაარსდა და პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. კომპანიის მთავარი ენოლოგია, მეღვინეობის უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს – „ღვინის ოსკარი“ – მფლობელი, იტალიელი დოქტორი დონატო ლანატი, რომელიც მსოფლიო ენოლოგთა ხუთეულის წარმომადგენელია.
კომპანიაში სტუმრობისას, სტუდენტები გაეცნენ კომპანიის სტრუქტურას, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტების მუშაობის პრინციპებს. „ბადაგონის“ წარმომადგენელმა ნანა მანჭარაულმა დეტალურად გააცნო სტუდენტებს კომპანიის ისტორია და დღევანდელ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასევე, ნახეს ფილმი კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ. დაათვალიერეს საწარმოო პროცესი, მოინახულეს ქარხანა, მარანი, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია კომპანიის სხვადასხვა ტიპის ღვინოების დაყენებისა და შენახვის ტექნოლოგიაზე, ბოლოს კი სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ხუთი სახის ღვინის დეგუსტაციაში.
-
CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სამივე საფეხურის პროგრამებს შვიდწლიანი უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში, „სტუდფესტი 2025“-ის მონაწილე და საპრიზო ადგილზე გასული სტუდენტებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი