CIU-სა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
10 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნივერსიტეტის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, თანამშრომლობა CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კვლევითი საქმიანობის წახალისებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ითვალისწინებს. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა დარგის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას.
დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ნინო უტიაშვილმა მოაწერეს.
ხელმოწერის შემდეგ ნინო უტიაშვილმა სტუდენტებს სააგენტოს საქმიანობა და სტაჟირება/დასაქმების შესაძლებლობები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარსა და აუდიტორიას მიელსამნენ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების/უსაფრთხოების/გლობალური პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა. მათ სიტყვით გამოსავლაში ყურადღება სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სტუდენტთა დასაქმების პერსპექტივებზე გაამახვილეს.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა თავიანთი მოსაზრებები/კითხვები გააჟღერეს, რაზეც სპიკერისგან შესაბამისი პასუხები მიიღეს.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი