CIU-ში, კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა
კავკასიის ასერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, მორიგი საჯარო ლექცია, თემაზე – „AI & მეწარმეობა: კომპეტენციების ახალი პარადიგმა“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 9 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა. დეკანმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე საგანმანათლებლო და სამეწარმეო მიდგომების ტრანსფორმაციის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსგავსი დისკუსიები ახალგაზრდებს მომავლის ბაზრისთვის მომზადებაში ეხმარება.
საჯარო ლექციას უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი ია ნადირაშვილი. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა იმ უნარებზე, რომლებიც ინარჩუნებენ უდიდეს ღირებულებას მაშინაც კი, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ბევრ პროფესიულ ამოცანას ადამიანზე ეფექტიანად ასრულებს. შეხვედრაზე განიხილეს, თუ რატომ იქცა XXI საუკუნის ყველაზე მოთხოვნად კომპეტენციებად სამეწარმეო აზროვნება, კრეატიულობა, ინიციატივიანობა და პრობლემების გადაჭრის უნარი, რაც ადამიანს ავტომატიზაციის რისკებისგან იცავს.
ლექციის მსვლელობისას სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დღეს მეწარმეობა გასცდა მხოლოდ ბიზნესის დაწყების ჩარჩოებს და ის პრობლემების გადაჭრის უნივერსალურ მეთოდად იქცა. ია ნადირაშვილმა დამსწრეებს პრაქტიკული მიდგომები გაუზიარა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იდეების გენერირებისთვის, ინოვაციების შესაქმნელად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მომავლის ეკონომიკაში გამარჯვებულები იქნებიან არა უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლები, არამედ ისინი, ვინც AI-ის დახმარებით უკეთ დაინახავენ ახალ პერსპექტივებს და შეძლებენ რეალური პრობლემების მოგვარებას.
საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მისთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღო.
-
CIU-ში ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“ გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ – საგანმანათლებლო კვირეული CIU-ში
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი