GE

CIU-ში მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის შიდა ჩემპიონატი გაიმართა

21 ოქტომბერს „სტუდენტური ცხოვრება 2022-ის“ ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მხიარულთა და საზრიანთა გუნდებს შორის შიდა ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატში მონაწილეობას სხვადასხვა ფაკულტეტის გუნდები იღებდნენ: „ლაზები“ (მედიცინის ფაკულტეტი, უცხოელი სტუდენტები); „ჟუგო“ და „პროვოკატორი“ (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკა); სინკოპე (მედიცინის ფაკულტეტი); ვახმანგა (ბიზნესის ფაკულტეტი).

ჩემპიონატის ჟიური შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: CIU-ს ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის ახალგაზრდული აქტივობებისა და სპორტის საკითხების კოორდინატორი, ზურაბ ქავთარია; CIU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ლევან ნადირაძე; CIU-ს მხიარულთა და საზრიანთა გუნდის კაპიტანი, ლაშა სიჭინავა.

ჩემპიონატი სულ 2 ეტაპისგან შედგება, პირველი ეტაპის შემდეგ კი გუნდი „ლაზები“ დაწინაურდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური