საბაუნის სამართლის ფაკულტეტმა პოლონეთის განათლების სამინისტროს კვლევითი გრანტი – PROM მოიპოვა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა პოლონეთის განათლების სამინისტროს მოკლევადიანი კვლევითი გრანტი – PROM მოიპოვა.
გრანტის გამარჯვებულები არიან ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე, პროფესორი სიმონ ტაკაშვილი და სამართლის დოქტორანტი გვანცა ჭინჭარაული. ისინი ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა ვადით განახორციელებენ კვლევით საქმიანობას.
PROM პროგრამა პოლონეთის განათლების სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას და მკვლევართა მობილობას, რაც ხელსაყრელ შესაძლებლობებს სთავაზობს მეცნიერებს გლობალური გამოცდილების გასამდიდრებლად.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი