ცნობილია ჟურნალის რედაქტირების, მოსწავლეთა შეფასებისა და ექსტერნი გამოცდების ჩატარების ვადები – დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის საყურადღებოდ სასწავლო პროცესისა და შეფასებების დასრულებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს:
სასწავლო პროცესის დასრულება – ინსტრუქცია, რა ვალდებულებები რა ვადებში უნდა შეასრულონ სკოლებმა
სასწავლო პროცესის დასრულების თარიღები:
– XII კლასი – 2025 წლის 20 მაისი.
– I კლასი – 2025 წლის 27 მაისი.
– II-XI კლასებისთვის – სასწავლო პროცესი დასრულდება 2025 წლის 13 ივნისს.
ჟურნალის რედაქტირების ვადები:
– XII კლასის მოსწავლეთა მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 27 მაისის ჩათვლით ( სწავლის დასრულებიდან – 7 კალენდარული დღე).
– I კლასის მოსწავლეთა მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 3 ივნისის ჩათვლით (სწავლის დასრულებიდან – 7 კალენდარული დღე).
– II-XI კლასებისთვის – მოსწავლეთა მიმდინარე სემესტრის ჟურნალის რედაქტირება შესაძლებელი იქნება 27 ივნისის ჩათვლით ( სწავლის დასრულებიდან – 14 კალენდარული დღე).
განმავითარებელი შეფასება:
სასწავლო წლის ბოლოს, დაწყებით საფეხურზე (I–IV კლასები), განმავითარებელი შეფასების დაწერის ვალდებულებას განსაზღვრავს თავად სკოლა.
როდის არის შესაძლებელი გაცდენების ექსტერნის გამოცდის ჩატარება?
სისტემა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ექსტერნად რეგისტრაცია შესაძლებელია სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან 21-დან 24 მაისის ჩათვლით. (მხოლოდ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის)
რეგისტრაციის შემდეგ, ექსტერნის გამოცდა უნდა ჩანიშნოს სკოლამ, ელექტრონულ ჟურნალში, გამოცდების მოდულის გამოყენებით.
რა უნდა ვიცოდეთ გაცდენების 30%-იანი ექსტერნის შესახებ:
მოგეხსენებათ, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში (პირველი და მეორე სემესტრის გათვალისწინებით) გააცდენს კონკრეტული საგნისთვის, კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ს და მეტს, მას ენიშნება და ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ელექტრონული ჟურნალი სრული სიზუსტით ითვლის მასწავლებლის მიერ ასახულ გაცდენებს, შესაბამისად 30%-იანი გაცდენის მაჩვენებელიც სწორად აღირიცხება ჟურნალში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სემესტრის დასწრების მაჩვენებლის კორექტირება შესაძლებელია ჟურნალის დახურვამდე. ხოლო, პირველ სემესტრში ასახული დასწრების რედაქტირება შეუძლებელია. იმ შემთხვევაში თუ, მასწავლებელი აღმოაჩენს რომ პირველ სემესტრში მის მიერ ასახული დასწრების მაჩვენებელი არასწორია, რაც გავლენას ახდენს მოსწავლისათვის 30%-იანი ექსტერნის დანიშვნა – არ დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლის ადმინისტრაცია.
ასევე იხილეთ:
როგორ გამოიყენოს მოთხოვნის ფუნქცია როგორც პედაგოგმა, ასევე დირექტორმა
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე