ცნობილია, რამდენ პირს მიენიჭება მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე გრანტი – ადგილების რაოდენობა უნივერსიტეტების მიხედვით

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული გრანტირებული პირების რაოდენობა, გასულ წლებთან შედარებით წელს გაზრდილი იქნება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბრძანებიდან ირკვევა, სადაც უნივერსიტეტების მიხედვით განსაზღვრულია იმ პირთა ადგილების რაოდენობა მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც ჩარიცხულებს სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებს.
ბრძანების თანახმად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობას 1422 პირი შეძლებს.
სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 130
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 190
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 135
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 85
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 60
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 50
სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 50
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 55
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 7
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი – 8
სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 80
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 25
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი – 20
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი – 117
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 150
შპს – საქართველოს უნივერსიტეტი – 10
შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – 40
შპს – ევროპის უნივერსიტეტი – 120
შპს – თბილისის თავისუფალი აკადემია – 60
შპს – ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში – 30
ბრძანების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
ამავე თემაზე:
-
მასწავლებლის ეროვნულ პრემიას 10 000 ლარის ოდენობით 10 მასწავლებელი მიიღებს – რაზე დაიხარჯება მილიონი by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა – სკოლებში საგნობრივი კათედრების როლის გაზრდა იგეგმება by ARIS.GE-განათლება
-
„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“ by პროფესიული განათლების ამბები