დამტკიცდა ფარმაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი – რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები
ფარმაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული ფარმაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი დამტკიცებულია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს ფარმაციის მიმართულებით უმაღლესი განათლების პროგრამებისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) ძირითად მოთხოვნებსა და სწავლის შედეგებს.
კურსდამთავრებული (ბაკალავრიატი) შეიძლება დასაქმდეს:
- ფარმაცევტულ დაწესებულებაში – ავტორიზებული აფთიაქი – თანამდებობა, რომელიც
დაკავშირებულია ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციასთან (გარდა სპეცკონტროლს
დაქვემდებარებული სამკურნალწამლო ფორმებისა); - ფარმაცევტულ დაწესებულებებში: აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი),
საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი – ყველა თანამდებობა; - ფარმაცევტული წარმოება, წამლის ხარისხის კონტროლის და ტოქსიკოლოგიური ლაბო
რატორია, ქიმიური რეაქტივებისა და სამედიცინო ტექნიკის დაწესებულებები – ყველა
რიგითი თანამდებობა; - სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორია – ყველა რიგითი თანამდებობა;
- ყველა პროფილურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლაბორანტის
თანამდებობა. - პროფილური საჯარო სამსახურები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები,
მათი მოთხოვნების შესაბამისად.
იხილეთ: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად აუცილებელი სწავლის შედეგები
მაგისტრი კურსდამთავრებულის დასაქმების არეალი:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურები; - აფთიაქი;
- საავადმყოფო/კლინიკა/პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (კლინიკური ფარმაცევტის
პოზიცია); - საზოგადებრივი ჯანმრთელობის ცენტრები (ინტეგრირებული როლები პოლიფარმაციის,
ქრონიკული დაავადებების და სხვ. მართვა, კატასტროფებისა და პანდემიებისთვის
მზადყოფნა); - ხანგრძლივი მოვლისა და გერიატრიული დაწესებულებები;
- სპეციალიზირებული მულტიმორბიდული და კოგნიტური დარღვევების მქონე
ხანდაზმულ პაციენტთა მოვლის ცენტრები; - ფარმაცევტული წარმოება/ინდუსტრია;
- კლინიკური კვლევები;
- ფარმაკოზედამხედველობა;
- პოლიტიკის და ჯანდაცვის ეკონომიკის სტრუქტურები ( მთავრობებისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტირება რაციონალური ფარმაკოთერაპიის,
ფასწარმოქმნისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შესახებ); - საერთაშორისო ორგანიზაციები: ჯანმო, EMA, FDA, FIP, UNICEF ;
- განათლება და აკადემიური წრეები (საუნივერსიტეტო სწავლება: ფარმაციის, მედიცინისა
და საექთნო პროგრამები); - კვლევითი პროექტები (ფარმაკოლოგიის, ფარმაკოგენომიკის, ფარმაკოეკონომიკის ან
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით); - სადაზღვევო კომპანიები;
- პროფესიული განვითარება: უწყვეტი პროფესიული განათლების (CPE/CPD) შემუშავება;
- ტელეფარმაცია და ციფრული ჯანდაცვა (პაციენტების დისტანციური კონსულტაციები,
მედიკამენტების მიღების დაცვის მონიტორინგი); - სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების ინდუსტრია: წამლისა და
მოწყობილობის კომბინაციების და ჭკვიანი წამლის მიწოდების სისტემების ხელშეწყობა; - სასამართლო ექსპერტიზა და ტოქსიკოლოგიური ცენტრები (შხამების, ნარკოტიკების
ანალიზი, სამედიცინო-სამართლებრივი ექსპერტიზა); - კოსმეტიკური ფარმაცია (დერმატოლოგიური და კოსმეტიკური პროდუქტების შემუშავება
და რეგულირება).
იხილეთ: მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად აუცილებელი სწავლის შედეგები
წინამდებარე დარგობრივი მახასიათებლის გაცნობა რეკომენდებულია: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დასაგეგმად/განსახორციელებლად; სტუდენტისთვის, რომელსაც აქვს ინტერესი, რა კომპეტენციები ექნება ფარმაციის საბაკალავრო და/ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდგომ; აბიტურიენტისთვის, რომელსაც სურს შეისწავლოს ფარმაციის დარგი; დამსაქმებლისთვის, რომელიც განსაზღვრავს, რა სახის კომპეტენციებს ითხოვს შრომის ბაზარი კურსდამთავრებულისგან და თუ სურს საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულის კომპეტენციების შესახებ ინფორმაციის მიღება; ხარისხის შიდა და გარე უზრუნველყოფის პროცესში ჩართულ პირთათვის, რომლებსაც პერიოდულად ევალებათ საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება და ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის შემმუშავებლების და გადაწყვეტილების მიმღებთათვის– რათა გაითვალისწინონ ფარმაციის დარგის კომპეტენციები შესაბამისი მარეგულირებელი და პოლიტიკის შემუშავებისას, მათ შორის, ადამიანური რესურსების დაგეგმვისას.
ცნობისთვის: “დარგობრივი მახასიათებელი წარმოადგენს შუალედურ დოკუმენტს, რომელიც ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოს აკავშირებს საგანმანათლებლო პროგრამასთან. იგი აღწერს იმ მინიმალურ სწავლის შედეგებს, რომელიც უნდა ჰქონდეს შესაბამისი დონისა და სწავლის სფეროს/დარგის კვალიფიკაციის მფლობელს, თუმცა არ ამოწურავს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სწავლის შედეგებს. ამასთან, დარგობრივი მახასიათებლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნებისა და მოქნილობის უზრუნველყოფა. საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებას შეუძლია დარგობრივ მახასიათებელში აღნიშნული სწავლის შედეგების სტრუქტურულად განსხვავებულად ჩამოყალიბება”.
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში – უახლესი მონაცემები ცნობილია (2025-2026 სასწავლო წელი)
by ARIS.GE-განათლება