დამტკიცდა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სასწავლო გრანტის ოდენობები – 2025-2026 სასწავლო წელი
ცნობილია რა ოდენობით თანხას დახარჯავს სახელმწიფო საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სასწავლო გრანტით დაფინანსებისთვის მაგისტრატურის, ბაკალავრიატისა და სხვა საფეხურებზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმოწერთ დამტკიცდა 2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა და ასევე 2025-2026 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა.
ორივე პროგრამის შესაბამისი ბრძანების თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 45 000 ლარს და გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით – არაუმეტეს 2 250 ლარი.
მაგისტრანტებმა განცხადება უნდა წარადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.
დეტალები სა განცხადების ფორმა იხილეთ ბრძანებაში:
2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 240 000 ლარს.
22 500 ლარი გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი (შემდგომ – რეპატრიანტის სტატუსი).
პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში, არაუმეტეს 2250 ლარისა.
დეტალები სა განცხადების ფორმა იხილეთ ბრძანებაში:
ამ შემთხვევაში სტუდენტებმა განსაზღვრული განცხადება უნდა წარადგინონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება