დასაქმება პროკრედიტ ბანკში – პროფესიული ზრდისა და განვითარების უნიკალური შესაძლებლობა (R)
კომპანიის სიძლიერეს, მთავარ მამოძრავებელ ძალას საკადრო გუნდი ქმნის. პროფესიონალი, კომპეტენტური კადრები მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ნდობასა და საიმედოობაზე დამყარებული ურთიერთობის გარანტორად გვევლინებიან, ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიის საკადრო ხედვას. პროკრედიტ ბანკში დასაქმების უპირატესობებზე და ბანკის საკადრო პოლიტიკაზე ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი ნათია თხილაიშვილი საუბრობს.
„პროკრედიტ ბანკი გერმანული ბანკია, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს თავის მიზნობრივ ჯგუფს. ბანკისთვის მნიშვნელოვანია ჰყავდეს პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც საბანკო მომსახურების გაწევასთან ერთად, იქნებიან კომპეტენტური ბიზნეს მრჩევლები კლიენტთა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში რჩევების მიცემისა და მათთვის საბანკო მომსახურების გამარტივების მიზნით.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტია პროკრედიტის გუნდში ისეთი თანამშრომლების ყოლა, რომლებიც:
- არიან პროფესიულ ზრდაზე მუდმივად ორიენტირებულნი
- სწრაფად ითვისებენ სიახლეებს
- საკუთარ ცოდნას უზიარებენ ახალ თანამშრომლებს და აქვთ გათავისებული გუნდური მუშაობის პრინციპი
- შეუძლიათ კრიტიკულად შეხედონ მოვლენებს, ანალიზის საფუძველზე გააკეთონ დასკვნები და თავიანთი მოსაზრებები გაამყარონ არგუმენტებით
ჩვენ ვცდილობთ, არ მოვაქციოთ თანამშრომლები პროფესიულ ჩარჩოებში. ყველა თანამშრომელს აქვს საშუალება განვითარდეს იმ მიმართულებით, რა სფეროც მისთვის საინტერესოა. ამის ნათელი მაგალითია ის შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა, რაც ბანკს გააჩნია, კერძოდ ჩვენ არ ვცდილობთ მენეჯერების სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გადმოყვანას, ამის სანაცვლოდ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ არსებულ თანამშრომლებს განვითარდნენ, როგორც პროფესიულად, ასევე კარიერულად. ჩვენი მიზანია თანამშრომლები გრძელვადიანად დასაქმდნენ ბანკში, ამისათვის წინასწარ ვაცნობთ მათ ჩვენს მოლოდინებს-გვაქვს გაწერილი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გამყარებულია სახელფასო შკალით. უნდა ავღნიშნო, რომ სახელფასო შკალა არის დოკუმენტი, რომელიც ცნობილია ბანკის ყველა თანამშრომლისთვის. ვფიქრობთ, რომ ასეთი გამჭვირვალე მიდგომა გამორიცხავს ბუნდოვან მოლოდინებს. ყველა თანამშრომელი წელიწადში ერთხელ გადის წლიური შეფასების პროცესს ბანკის მენეჯმენტთან. ამგვარი შეფასების პროცესი თანამშრომლის ინდივიდუალურად გაცნობის საუკეთესო საშუალებაა, როგორც პიროვნულ ასევე პროფესიულ ჭრილში და გვეხმარება მასთან ერთად დავგეგმოთ მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივები.
პროკრედიტ ბანკში დასაქმების ერთადერთი გზა ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაა, რომელში მოსახვედრადაც კანდიდატებმა შვიდი ეტაპი უნდა გაიარონ:
- პირველი და მეორე ეტაპია – ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება და სამოტივაციო წერილი. ორივე ეტაპს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და მათზეა დამოკიდებული კანდიდატის შემდეგ ეტაპზე გადაყვანის საკითხი. თუ სამოტივაციო წერილი არ შეესაბამება ბანკის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, კანდიდატი ვერ გადავა მომდევნო ეტაპზე
- ელექტრონული აპლიკაციისა და სამოტივაციო წერილის განხილვის შემდეგ გვაქვს 15-წუთიანი სატელეფონო გასაუბრება, რომელიც გვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ რატომ სურს კანდიდატს ჩვენთან დასაქმება
- სატელეფონო გასაუბრების შემდეგ გვაქვს ტესტირება მათემატიკასა და ლოგიკაში
- რომლის გადალახვის შემდეგ ვიწვევთ უკვე ჯგუფურ გასაუბრებაზე. სადაც, არატექნიკური განათლების მქონე ადამიანებს საშუალება ეძლევათ თავიანთი აზრი დააფიქსირონ, სოციალური თემის განხილვისას
- ჯგუფური გასაუბრების შემდეგ გვაქვს ინდივიდუალური გასაუბრება, სადაც უკვე დეტალურად ვეცნობით თვითონ პიროვნებას, მის ღირებულებებს, პრინციპებს. რა ამოძრავებს და რა უნდა ზოგადად ჩვენთან
- შერჩევის დასკვნითი ეტაპია ორკვირიანი მოსამზადებელი კურსი. პირველი კვირა კანდიდატის ბანკისთვის გაცნობას ეთმობა, იმის გაგებას, თუ რა მოლოდინები გააჩნიათ ბანკისგან და რას უნდა ელოდეს ბანკი მისგან. მეორე კვირაში არსებული პროგრამა კანდიდატის კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას ავლენს.
7-ეტაპიანი შერჩევის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი უკვე ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის მონაწილე ხდება.
ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის, 6 თვიანი კურსის თეორიული ნაწილის გავლა მოხდება ბულგარეთში, რის ხარჯებსაც მთლიანად ბანკი ანაზღაურებს. ხოლო, პრაქტიკულ სამუშაოებს ახალგაზრდა ბანკირები გაეცნობიან საქართველოს პროკრედიტ ბანკის ფილიალებსა თუ სერვის პუნქტებში. პროგრამის მსვლელობისას მონაწილეებზე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატებს პროკრედიტ ბანკში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.
პროგრამაში მოხვედრა არ ნიშნავს გარანტირებულად დასაქმებას. პროგრამა საკმაოდ რთულია და თუ ადამიანს სწავლის სურვილი არ აქვს, და არ არის მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული, შესაძლოა, პროგრამას ნებისმიერ ეტაპზე გამოეთიშოს და ვერ დაასრულოს. მაგრამ პროგრამის დამთავრება უკვე გულისხმობს დასაქმებას. საწყის ეტაპზე – კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე. ამ ეტაპის შემდეგ ნებისმიერს ეძლევა შანსი, გადავიდეს სხვადასხვა პოზიციაზე“, – აცხადებს ნათია თხილაიშვილი.
ბანკში მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება და დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი შევსება. ხოლო, ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა წლის განმავლობაში 4-ჯერ ტარდება. ამჟამად, მომდევნო პროგრამა ნოემბერში იწყება, შემდგომი კი მარტში.
შერჩევის ნებისმიერი ეტაპის შემდეგ ყველა კანდიდატი იღებს პასუხს, გადავიდა თუ არა მომდევნო საფეხურზე. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კანდიდატს ყველა მიზეზს აუხსნიან თუ რატომ ვერ გადავიდა მომდევნო ეტაპზე. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამა ინგლისურად ტარდება, შერჩევის ეტაპებიც ინგლისურადაა, ამიტომ აუცილებელია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა.
ახალგაზრდა ბანკირების პროგრამისთვის მომავალ წელს 40 კანდიდატის აყვანა იგეგმება.
შეავსეთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა / CV. რჩევები, აპლიკაციის წარმატებით შესავსებად ხელმისაწვდომია ბანკის ვებ-გვერდზე „ადამიანური რესურსების“ ნაწილში – „როგორ შემოგვიერთდეთ“.
(R)
ცისანა არის© შერგილაშვილი
- „ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობა“ – ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხარვეზები სახელმწიფო კვლევამაც აჩვენა by ARIS.GE-განათლება
- სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის სხვა ვადა დაასახელა – „კომისიამ რამდენიმე ვერსია შეიმუშავა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო