GE

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების, უფროსი სპეცმასწავლებლებისა და გეოგრაფიის საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

17 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტირების შედეგები და შეფასების სქემები გამოაქვეყნა 2022 წლის მასწავლებლის გამოცდების შემდეგ საგნებში: უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების გამოცდები და გეოგრაფია (VII-XII კლასები).

საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.

შ ე დ ე გ ე ბ ი

შეფასების სქემები

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური