GE

დღეს 2026 წლის აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტებს გაიგებენ – პრემიერ-მინისტრის განცხადება

“საქართველოს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დღეს დაამტკიცებს (სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა)”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 12 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს კვოტები, პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაეფუძნება შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, განათლების სამინისტროსთან ერთად.

“ეს კვოტები განისაზღვრება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის შესაბამისად. კონკრეტულად კი, ამ კონცეფციით დადგენილი ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რატომ განსაზღვრავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტებს საქართველოს მთავრობა?

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, მთავრობას ამ მიმართულებით ახალი უფლებები მიენიჭა: “საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას – როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს”.

ამავე თემაზე:

მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური