GE

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი SANGU 18 წლისაა

დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 18 წლის გახდა.

SANGU, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სწორედ 2008 წლის 12 ოქტომბერს დაარსდა.

18 წლის განმავლობაში SANGU-მ გააერთიანა განათლება, მეცნიერება, ტრადიცია და თანამედროვე ხედვა, შექმნა ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობა გააფართოვა.

„ვულოცავთ უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, პარტნიორებსა და მეგობრებს SANGU-ს დაარსების დღეს!

გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებულ წელს, ახალ მიღწევებსა და განვითარებას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის 12 ოქტომბრის ინფორმაციაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური