„დღეში 2000 ინფიცირებული არ არის ცალსახა არგუმენტი იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში არ გავუშვათ“
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში დღეში 2000-მდე ინფიცირებულია არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ, თუ ყველა რეგულაციის შესრულებაა უზრუნველყოფილი. ამის შესახებ ინფექციონისტმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„არის აზრთა სხვადასხვაობა, რომ არ იყოს კლასებში სწავლება და იყოს ონლაინ სწავლება ან მეორე, გარკვეულ პირობებში და გარკვეული რეგულაციების დაცვით, მაინც შეიძლება, რომ ბავშვები დადიოდნენ სკოლაში, იგივე ეხება უმაღლეს სასწავლებლებსაც. საერთოდ არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასეთი მითითება, რომ როცა პანდემიის რისკები იზრდება, პირველი შეზღუდვები უნდა შეეხოთ კაფეებს, რესტორნებს, სავაჭრო დაწესებულებებს და ბოლოს სკოლებს. ხოლო, როდესაც იწყება აქტივობის აღდგენა, პირველი უნდა გაიხსნას საგანმანათლებლო დაწესებულებები. დღეში 2000 ინფიცირებული რომ გვყავს, ეს არ არის ცალსახა არგუმენტი იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში არ გავუშვათ თუ იმ სკოლაში უზრუნველყოფილია ყველა იმ რეგულაციის შესრულება, რაც გაწერილია, იგულისხმება დეზინფექცია, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცია, მაშინ დავუჯეროთ განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს, როგორც ისინი გვეტყვიან, ისე მოვიქცეთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
COVID-19- ის პანდემიის გამო, ქვეყანაში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს. I-VI კლასების მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში უტარდებათ, თუმცა ინფექციის ფაქტების გამოვლენის გამო სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვები გრძელდება და მათი ნაწილი ამ დრომდე სრულად დისტანციურ რეჟიმზეა.
-
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – 2025-2026 სასწავლო წელი
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენი ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში – უახლესი მონაცემები ცნობილია (2025-2026 სასწავლო წელი)
by ARIS.GE-განათლება