„ჯარის ბანაკში“ წელს 1 700 მოსწავლე მონაწილეობს – ახალგაზრდები ჯარის ცხოვრების წესს გაეცნობიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტში „ჯარის ბანაკი“ 1 700 მოსწავლეა ჩართული. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს, 25 ივნისს, „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროექტი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, ჯარისკაცის ცხოვრებას გაეცნონ და ჯართან უშუალო შეხება ჰქონდეთ.
მისივე თქმით, „ჯარის ბანაკის“ მთავარ ამოცანას ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა წარმოადგენს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯართან ურთიერთობით, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, ემოციებით ეზიაროთ იმ ყველაფერს, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობა…
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული -1 700 ახალგაზრდას გექნებათ უშუალო შეხება ჯართან, გაეცნობით ჯარისკაცის ცხოვრების წესს, თავად ეზიარებით ამ ცხოვრების წესს და დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად მიიღებთ სარგებელს ამ დღეებიდან. გისურვებთ ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო 6 დღის გატარებას. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ემოციებით დატოვოთ ეს ბანაკი და მნიშვნელოვანი, მთავარი ამოცანა რაც აქვს ამ პროექტს, ეს არის ის, რომ გაიზარდოს ადამიანებში, ჩვენს ახალგაზრდებში, ჩვენს თანამოქალაქეებში პატრიოტული სულისკვეთება. მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის სწორედ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი და ეს დღეებიც ამას ემსახურება“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს.
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია