ჯვაროსანი აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე – „ჩემი პერფორმანსით ბავშვების გამხიარულება მინდოდა“
175-ე სკოლაში ისტორიის გამოცდაზე ერთ-ერთი აბიტურიენტი განსხვავებული ჩაცმულობით მივიდა. როგორც გიორგი ჟუჟუნაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ჯვაროსნული ლაშქრობები ისტორიის ერთ-ერთი მთავარი თემაა, ამიტომაც თემატურად გადაწყვიტა გამოცდაზე ჯვაროსნების კოსტიუმით მისულიყო. მისივე თქმით, აღნიშნული პერფორმანსის მიზანი, აბიტურიენტებში სტრესის განმუხტვა იყო.
,,ჩაცმულობა ისტორიის გამოცდას დავუკავშირე, რადგან ჯვაროსნები მთავარი თემაა და ტესტებში კითხვებიც მოვიდა. გამოცდებზე დაძაბულ სიტუაციაა ბავშვებიც სტრესში არიან. მეც, რა თქმა უნდა, ნერვიულობის გარეშე არ შევსულვარ, უბრალოდ, ჩემი პერფორმანსით ვეცადე, ბავშვები ცოტა გამემხიარულებინა და თავისუფლად შევსულიყავი.
სანამ გამოცდაზე წავიდოდი, “ნაეკის” ცხელ ხაზზე დავრეკე და გავარკვიე, შემეძლო თუ არა განსხვავებული ფორმით მისვლა და მითხრეს რომ პრობლემა არ იყო. დამკვირვებლების რეაქციაც ჩემს ჩაცმულობაზე იყო ძალიან კარგი. უბრალოდ, ერთი ის იყო, რომ თავიდან დაცვისთვის ახნა დამჭირდა რომ ნამდვილად აბიტურიენტი ვიყავი, ადმინისტრაციაშიც დარეკეს და გადაამოწმეს. კორპუსში რომ შევედი, დაცვა ხუმრობდა, მოდი მუზარადით შევუშათო, მაგრამ მუზარადი და სამკლავურები დავტოვე, დანარჩენი ყველაფერი შემატატინეს. საგამოცდი სექტორში რომ შევედი დამკვირვებელსაც და აბიტურიენტებსაც გაუკვირდათ, მაგრამ ცუდი რეაქცია არავის ჰქონია. პირიქით, სიტუაცია ცოტა განიმუხტა“, – გვითხრა გიორგიმ.
როგორც გიორგიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მან 155-ე სკოლა დაამთავრა და ის თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს.
EDU.ARIS.GE წარმატებებს უსურვებს 2018 წლის სტრესული გამოცდების ყველაზე პოზიტიურ აბიტურიენტს.
ავტორი სალომე ზარიძე
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება