ვიდრე სკოლას ან მასწავლებელს შვილისთვის ნიშნის მოსამატებლად მიაკითხავთ, ეს უნდა წაიკითხოთ – ქულების განმარტებები
განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე ფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება, ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება. ვიდრე მოგიყვებით სკოლის ვალდებულებებზე, მოსწავლის შეფასების და სემესტრული ან წლიური ნიშნის გამოანგარიშებისას, დღეს მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის საინტერესო საკითხს შევეხებით.
მშობლები ხშირად აპროტესტებენ მოსწავლის ნიშნებს და მათი მომატების სურვილითა თუ მოთხოვნით დამრიგებელს, სკოლას და საგნის მასწავლებელსაც მიმართავენ. ბევრისთვის 6, 7 ან 8 ქულა დაბალ ქულად არის მიჩნეული, თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმა სხვა განმარტებას გვაძლევს და ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია.
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განმსაზღვრელი შეფასების (როცა იწერება ნიშანი/ქულა) ფორმატში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით, რომელიც დაყოფილია ოთხი დონის მიხედვით.
შეფასების მაღალი დონეა 10 და 9 ქულა
რას ნიშნავს მაღალი დონე (9, 10) – მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაყრდნობით დამოუკიდებლად ჭრის კომპლექსურ სასწავლო ამოცანებს და ახდენს ცოდნის ტრანსფერს ახალ კონტექსტში.
შეფასების საშუალოზე მაღალი დონეა 8 და 7 ქულა
რას ნიშნავს საშუალოზე მაღალი დონე (7, 8) – მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების დამოუკიდებლად განსახორციელებლად.
შეფასების საშუალო დონეა – 6 და 5 ქულა
რას ნიშნავს საშუალო დონე ( 5, 6) – მოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს გამოწვევები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.
შეფასების დაბალი დონეა – 4,3,2 და1 ქულა
რას ნიშნავს დაბალი დონე (1,2,3,4) – მოსწავლის მსჯელობა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული და ფრაგმენტულია; უჭირს ბაზისური ცნებების გამოყენება და სასწავლო ამოცანების არსობრივი გადაჭრა.
საჯარო სკოლისგან განსხვავებით, კერძო სკოლა უფლებამოსილია შეიმუშაოს შეფასების განსხვავებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სემესტრული და წლიური ქულების კონვერტაციას მოქმედ 10-ქულიან სისტემაში.
ასევე იხილეთ:
სწავლის შედეგი მიღწეულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოსწავლეს ეს შეუძლია – რას ადგენს განახლებული ესგ
-
როგორ გეგმავს განათლების სამინისტრო „უდიპლომო სასიძოს სინდრომთან ბრძოლას“ – ცვლილებების გეგმა პარლამენტშია
by ARIS.GE-განათლება
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის
-
„სასკოლო წიგნების შეძენა გრძელ რიგში, ამ ქაოსში გვიწევს“ – კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები
by ARIS.GE-განათლება