„სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ, თქვენი რეფორმა ყველაფერს ითვალისწინებს ხარისხიანი განათლების გარდა“ – დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ხვედელიანი დღეს, 29 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხს შეეხო და მმართველი პარტია გააკრიტიკა.
დეპუტატის თქმით, ხალხის ბიუჯეტში ყველაფრისთვისაა ფული გარდა ხალხის საჭიროებებისა.
“დღეს უმწვავესია საგანმანათებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის საკითხი. სკოლებს ანგრევთ და ვეღარ აშენებთ. სწავლის დაწყების დღეს ბავშვებს დაბალხარისხიანი, ფაქტობრივად ერთჯერადი ფორმები ჩააცვით, ამაში 45 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეთ ხალხის ბიუჯეტიდან, ამის შემდეგ კი ბავშებს 3 დღეში წაართვით სივცეები სადაც უნდა ესწავლათ, ახლა ამ ბავშებს ეუბნებით, რომ მათი სკოლების რეაბილიტაცია არარენტაბელურია და უშვებთ განუსაზღვრელი დროით მეორე მესამე ცვლაში განათლების მისაღებად.
რეფორმა, რომელიც კობახიძემ მოიფიქრა, ყველაფერს ითვალისწინებს გარდა იმისა, რაც ბავშებს მართლა სჭირდებათ – ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა და სასკოლო უფასო კვება. დღეს ჩვენს ახალგაზრდებს ეს სჭირდებათ. წინა კვირას 35000 ხელმოწერით დადასტურებული სასკოლო უფასო კვების პროექტს უკვე მერამდენედ უთხარით უარი…”, – მიმართა თამარ ხვედელიანმა უმრავლესობას.
ასევე იხილეთ:
„რეფორმით ვცვლით დამახინჯებულ სისტემას, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგიის გავლენამ დაღი დაასვა“
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები