დოქტორანტურაზე კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 16%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემების თანახმად, საქართველოში დოქტორანტურის საფეხურზე კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა შემცირებულია.
კონკრეტულად კი, წინა წელთან შედარებით, 2025 წელს კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 16.0%-ით შემცირდა და 368 პირი შეადგინა.
დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა განაწილება პროგრამების მიხედვით 2025 წელს შემდეგნაირია:
- სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი – 43.5%;
- ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 19.3%;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – 17.9%;
- მეცნიერება – 9.0%;
- სხვა – 10.3%.
ასევე იხილეთ:
ცნობილია, რომელი სადოქტორო პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები
-
უნივერსიტეტებს AI-სგან თავის დასაცავად აუდიტორიაში ჩატარებული გამოცდების დაბრუნებას სთხოვენ – ბრიტანეთის მაგალითი
by ARIS.GE-განათლება
-
ქართულ უნივერსიტეტებს საზღვარგარეთ ფილიალების გახსნის უფლება ექნებათ – როგორი იქნება პირობები
by ARIS.GE-განათლება
-
ეროვნულ გამოცდებზე 49 აბიტურიენტს სმარტფონი უპოვეს – უპრეცედენტოდ მკაცრი მისაღები გამოცდა სამხრეთ კორეაში
by ARIS.GE-განათლება
