GE

ძველ სქემაში ჩართული 5 266 მასწავლებლიდან უმაღლესი 6 კრედიტქულა 703-მა დააგროვა

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის კრედიტქულების მინიჭების პროცესი სრულდება. თუმცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს უკვე აქვს პირველადი შედეგები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმისთვის, რომ ძველი სქემის მოქმედების დროს 2011–2014 წლებში განხორციელებული პროფესიული აქტივობები არ დაჰკარგვოდათ, პედაგოგებს შანსი მისცა, საკუთარი პორტფოლიოები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში – „ისქულში“ (eSchool)  აეტვირთათ და დამატებითი კრედიტქულები მინიჭებოდათ.

როგორი შედეგი დაფიქსირდა ამის შესახებ Aris.ge განათლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული   ცენტრის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვა“ პროგრამის მენეჯერი კახა ჟღენტი ესაუბრა.

1398158093_10248841_780412695309688_1481201730_n„განაცხადი შემოიტანა 5 266 მასწავლებელმა. აქედან 3 კრედიტი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა აიღო 3 028 მასწავლებელმა. მიმართულებაში სასწავლო რესურსის მართვა – 1 კრედიტი აიღო 1487 მასწავლებელმა, მიმართულებაში პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – 2 კრედიტი აიღო 2341 მასწავლებელმა. პროცენტულად 3 კრედიტი აიღო 58%-მა, 28%-მა 1 კრედიტი აიღო, 44%-ია პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაში ვინც აიღო 1 კრედიტი.

ამას გარდა, 19-მა წამყვანმა მასწავლებელმა, დოქტორები ვინც არიან, საკუთარ პროფესიული საქმიანობის კვლევაში აიღო 4 კრედიტქულა. ეს მიმართულება მხოლოდ მათთვის იყო.

5 კრედიტი, 3+2, სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა +პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ერთად აიღო 1 630-მა ადამიანმა.

ჯამში 4 კრედიტი, 3+1, ანუ სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა + სასწავლო რესურსის შექმნა, აიღო 1 064-მა.

ყველაფერში რომ აიღო კრედიტი და შესაბამისად, 6 კრედიტქულა რომ დააგროვა, ასეთი უფროს მასწავლებლებში გვყავს 703.  ამ ეტაპზე, ოთხივე მიმართულებაში 10 კრედიტი რომ აიღო, ასეთი 6 წამყვანი მასწავლებელი გვყავს. ასეთი მონაცემები გვაქვს პირველადი შედეგების თანახმად.

გადავიდა თუ არა მხოლოდ ამ კრედიტების საშუალებით რომელიმე მასწავლებელი შემდეგ საფეხურზე, კახა ჟღენტი გვპასუხობს, რომ ეს არის დამატებითი კრედიტქულები და ასეთი რამ არ ხდება.

„ვინც ეს კრედიტქულები აიღო, ამით შეავსო არჩევითი, ხოლო სავალდებულო კრედიტქულები ექნება დასაგროვებელი შემდგომ საფეხურზე გადასასვლელად. მარტო ამ კრედიტებით თვითონ პრინციპიდან გამომდინარე ვერავინ შეძლებდა შემდგომ საფეხურზე გადასვლას“, -აღნიშნა მან.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, ისინი ძველ სქემაში არ იყვნენ ჩართული, ეს პროცესი მხოლოდ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ეხებოდათ. Aris.ge-განათლება პედაგოგებს გუშინ ესაუბრა, რამდენიმე მათგანს არ ჰქონდა დაფიქსირებული კრედიტქულა ახალ სქემაში.

„კრედიტქულები ჯერ არ ჩანს, ყოველდღე ვამოწმებ. რა თქმა უნდა, ველოდები იმედით!“ – გვითხრა გორის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნატო სუხიტაშვილმა.

კატერინა იმედაშვილი 163-ე სკოლის სერთიფიცირებული პედაგოგია. რამდენი კრედიტქულა დაუგროვდა ახალ სქემაში პორტფოლიოს ატვირთვის შემდეგ, არც მან იცის.

„ჯერ არ ვიცი, რამდენი კრედიტქულა მაქვს. ორი აქტივობა მაქვს გაგზავნილი და დადებით პასუხს ველოდები. რამდენადაც ვიცი, დეკემბრის ბოლომდე უნდა იყოს. პროექტი გავაგზავნე და ციფრული რესურსი“.

ინგა გოგოლაძე სურამის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგია. მას ახალ სქემაში 2011–2014 წლებში განხორციელებული პროფესიული აქტივობებისთვის 6 კრედიტქულა მიენიჭა.

„6-დან 6 კრედიტი. სამი წლის შრომის შედეგი წარმატებით დაგვირგვინდა. გილოცავთ ყველას ჩემო კარგებო. წარმატებებს გისურვებთ“, – წერდა ინგა გოგოლაძე საკუთარ ფეისბუქზე.

კითხვაზე, რატომ მოხდა, რომ ზოგს აესახა კრედიტქულა და ზოგს არა, კახა ჟღენტი პასუხობს:

„მასწავლებლის პირად გვერდზე ეს კრედიტი არ ჩანს, ადმინისტრაცია ხედავს. იქ არის ორი ვარიანტი  გვერდის მართვის, არის მასწავლებელი რასაც ხედავს სისტემაში და არის მეორე, რასაც ხედავს სკოლის ადმინისტრაცია. სამინისტროს სიპს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დავუკავშირდებით და ვთხოვთ, რომ მასწავლებელმაც დაინახოს თვითონაც კრედიტქულები როგორ აესახა სისტემაში. ჩვენ გამოცხადების ვადა გვაქვს 24 დეკემბრის ჩათვლით. დღის ბოლოსთვის იქნება საბოლოო პირველადი მონაცემები, შემდეგი შეცვლა კი მოხდება გასაჩივრების პროცესის შემდეგ.

გასაჩივრების პროცესია 8 იანვრის ჩათვლით იქნება და არის უფასო. ამის შემდეგ 1 თვიანი პერიოდი გვაქვს საჩივრების განსახილველად. რაც მთავარია, საჩივრის შემოტანის მარტივი ფორმა გვაქვს. სკოლის დირექტორმა  სააპელაციო განაცხადი ელექტრონული სახით, eflow პროგრამის გამოყენებით უნდა გამოგვიგზავნოს, რომ საპრეტენზიო კომისიამ განიხილოს ის აქტივობები, სადაც მასწავლებელს მიაჩნია, რომ მისი შეფასება არ იყო სწორი და ის ხელახლა შეფასებას მოითხოვს. შესაბამისად, ეს შედეგებიც შეიცვლება და საბოლოო შედეგები მოგვიანებით გვექნება“, – განაცხადა კახა ჟღენტმა.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის“ პროგრამის მენეჯერი არსებულ შედეგებს დადებითად აფასებს:

თუ ამ ციფრებს შევხედავთ, დადებითია. მინდა გითხრათ, რომ იყო კრიტიკული მოლოდინი, რომ ამხელა შედეგები არ იქნებოდა. გასაჩივრების პერიოდი, დარწმუნებული ვარ, შეცვლის ამ სახეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვისაც აქვს პრეტენზია აუცილებლად შემოიტანოს განაცხადი გასაჩივრებაზე. მესმის. რომ იმედი შეიძლება არ ჰქონდეთ, მაგრამ ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ჩვენ ყველა განაცხადს განვიხილავთ“, – აღნიშნა კახა ჟღენტმა.

სერტიფიცირებული პედაგოგები პორტფოლიოების საფუძველზე მიღებულ კრედიტქულებს ახალ წლამდე გაეცნობიან

რომელ აქტივობაში რამდენი კრედიტქულა მიენიჭებათ ძველ სქემაში ჩართულ პედაგოგებს?!

ძველ სქემაში ჩართული მასწავლებლების შეფასების წესში ცვლილება შევიდა

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური