ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციონალები დაემატა – ჩამონათვალი
საჯარო სკოლების ელექტრონულ ჟურნალს ახალი ფუნქციონალები დაემატა. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჟურნალის გაუმჯობესებისთვის უწყებას მუდმივად აქვს კომუნიკაცია პედაგოგებთან და მათ რჩევებსაც ითვალისწინებს. სწორედ ამით ხსნის EMIS, რომ პროცესების კიდევ უფრო მეტად გამარტივებისთვის, გამოიკვეთა ელექტრონულ ჟურნალში რამდენიმე ფუნქციონალის დამატების აუცილებლობა, რაც მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდა.
როგორც EDU.ARIS.GE– ს მართვის სისტემაში განუცხადეს, ჩამონათვალში პირველი 9 ფუნქციონალი ახალია.
ელექტრონული ჟურნალის ახალ ფუნქციონალებზე დეტალური ინფორმაცია და ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
“უკვე 3 წელია, რაც ელექტრონული ჟურნალი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული სერვისია, სკოლებში მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესზე დასწრების მონიტორინგისთვის და მათ აკადემიურ მოსწრებაზე დაკვირვებისთვის”, – მიაჩნიათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
ამავე თემაზე:
რა ფუნქციებს დამატება სურთ პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში და რა არის „დროის ფუჭი ხარჯვა“
- რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია (2024 წელი) by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 21 აგვისტოს დაიწყება – მობილობის პროცედურები by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა