დამტკიცდება ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი – რა შესაძლებლობას გააჩენს საკანონმდებლო ცვლილება
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო 2021-2022 სასწავლო წლიდან გახდა, თუმცა ამ დრომდე მისი წარმოების წესი საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს. აღნიშნულის გამოსწორების მიზნით, ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის ავტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განმარტავს, რომ ვინაიდან, ამ დროისთვის, ყველა სკოლაში დანერგილია ელექტრონული ჟურნალი და წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონული ჟურნალით, წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, შესაძლებელი გახდება ჟურნალის მეშვეობით, უფლებამოსილებების, პასუხისმგებლობების, პროცესების და ვადების დეტალურად განსაზღვრა და აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცება.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე აღრიცხვის წესი რეგულირებულია „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის ბრძანებით, რომელიც აწესრიგებს მხოლოდ ჟურნალის წარმოების წესს და არ მოიცავს ელექტრონული ჟურნალის წარმოების შესახებ ინფორმაციას.
„ვინაიდან ამავე ბრძანების თანახმად, 2021-2022 წლიდან სავალდებულო გახდა ელექტრონული ჟურნალის წარმოება, საჭიროა ახალი წესის მიღება რომელიც მოიცავს ინფორმაციას, ელექტრონული ჟურნალის ფორმის, მოსწავლეთა დასწრების, გაცდენების, მიცემული და შესრულებული დავალებების, მიღებული შეფასებების, საგაკვეთილო ცხრილების და ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის შესახებ. შესაბამისად წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს, სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს N114/ნ ბრძანება და დამტკიცდეს ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
ასევე იხილეთ:
ელექტრონული ჟურნალის ახალი ფუნქციონალების გამოყენების ინსტრუქციები
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება