GE

ემოციების გარეშე – ატარებდით თუ არა თქვენს შვილს მწვანე სკოლაში?

სკოლის ყოფილი მოსწავლე „მწვანე სკოლის“ შენობაში გაკეთებული წარწერების შემდეგ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. მომდევნო დღეს 15 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის 17 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება მოზარდზე დაკითხვის პროცესში ზეწოლის შესახებ და ერთი პირი (გამომძიებელი) დაკავებულია.

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიციები გაჩნდა სკოლის გადაწყვეტილების შესახებ. ნაწილი ამბობს, რომ ადმინისტრაციას არ უნდა მიემართა სამართალდამცავებისთვის, და რომ აღნიშნული საკითხის სკოლის შიგნით მოგვარება მოსწავლესთან კომუნიკაციის გზითაც შესაძლებელი იყო.

ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევისას, სხვა მოსწავლეების უსაფრთხოების აბსოლუტური უზრუნველყოფა უპირველესად მოითხოვს ასეთი ფაქტებისთვის ყურადღების მიქცევას და კანონიერად სამართალდამცავების საქმის კურსში ჩაყენებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ ვეკითხებით მკითხველს ემოციების გარეშე გვიპასუხოს კითხვაზე:

ატარებდით თუ არა თქვენს შვილს მწვანე სკოლაში?

პოზიცია დააფიქსირეთ კომენტარების სახით.

ამავე თემაზე:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვის სივრცეების შექმნაზე“ – გიორგი გახარია

პრემიერი განათლების მინისტრს ერთ კვირაში გეგმის წარდგენას ავალებს!

განათლების სამინისტრო: ფსიქოლოგები გარდაცვლილი ლუკა სირაძის სკოლელებთან მუშაობას გააგრძელებენ

განათლების სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ტრაგედიის შესწავლაში ჩაერთო

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური