ეროვნულ ბიბლიოთეკას სახელი შეეცვალა – რომელ სამინისტროს დაექვემდებარება და რა გარანტიები ჩაიდო შესაბამის კანონში
საქართველოს პარლამენტმა თებერვალში „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ეროვნული ბიბლიოთეკა აღარ იწოდება “საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკად”.
კანონი 2025 წლის მარტიდან ამოქმედდება და ამიერიდან ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის დარეგულირება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ცვლილების თანახმად, საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებსა და ნორმატივებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) წინადადებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა ეროვნული ბიბლიოთეკა, ხოლო აფხაზეთსა და აჭარაში – რესპუბლიკური ბიბლიოთეკები.
ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილი საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში
1. ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა – არის ქვეყანაში საბიბლიოთეკო საქმის კოორდინატორი და მეთოდური ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების უნივერსალურ ინფორმაციულ მოთხოვნებს, ორგანიზებას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას და ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას.
2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული, ფასეული ობიექტი. ეროვნული ბიბლიოთეკა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, პროფილის შეცვლა ან ლიკვიდაცია. გარანტირებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა.
ასევე იხილეთ:
რა ცვლილებებს დაამტკიცებს პარლამენტი განათლების მიმართულებით საგაზაფხულო სესიაზე – გეგმის დოკუმენტი
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება