„ეროვნული გამოცდების რომელი საგნების ტესტებში შევიდა ცვლილებები კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი“ – გამოცდების ცენტრის პასუხი აბიტურიენტებს
აბიტურიენტებმა 2022 წლის ზაფხულში ჩასატარებელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა კითხვებს EDU.ARIS.GE ყოველდღიურად იღებს. 18 ოქტომბერს კი, ჩვენი მკითხველი აბიტურიენტების ნაწილმა ერთი და იმავე შინაარსის ინფორმაცია მოგვაწოდა, სადაც გვწერენ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებში რიგი ცვლილებები შეიტანა.
რა ინფორმაცია აქვთ აბიტურიენტებს:
“როგორც დღეს განგიმარტეთ, დავალებების ფორმატი იცვლება.
- რედაქტირების დავალებები ხდება 20-ქულიანი (შეცდომების ტიპები იგივეა);
- წაკითხულის გააზრება – ეს დავალება უცხო ტექსტის გააზრებასა და ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთის შერჩევას გულისხმობს. დავალება 15-ქულიანია (1 კითხვა – 1 ქულა);
- ესესა და ლიტერატურული ტექსტის ანალიზი ერთმანეთს შეერწყა (გაერთიანდა); მოცემული იქნება ესეს თეზისის ტიპის დებულება, რომელსაც უნდა დაეთანხმოთ ან უარყოთ; მითითებული იქნება ლიტერატურული ტექსტი (2 ნაწარმოები), რომელთა საფუძველზეც უნდა ააგოთ მსჯელობა; ტექსტის მონაკვეთი წარმოდგენილი არ იქნება; დავალება 30-ქულიანია;
- ჯამური ქულა იქნება 65, დრო ნავარაუდევია 3 საათი;
- ნოემბრის დასაწყისში გვექნება ტესტის ნიმუში;
დასკვნა: ყურადღებით, ჩაღრმავებით ვამუშავებთ საპროგრამო ტექსტებს, ვეცნობით განმარტებებს”, – ვკითხულობთ აბიტურიენტებისთვის გასაჯაროებულ საინფორმაციო წერილში, რომლის წარმომავლობასაც ისინი EDU.ARIS.GE-სთან ვერ ასახელებენ.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით. კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ზემოაღნიშნულ წერილში მოცემული ინფორმაცია და მართლაც შეიტანეს თუ არა ცვლილებები საგამოცდო ტესტებში, 19 ოქტომბერს, გამოცდების ცენტრმა ასეთი პასუხი გაგვცა:
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები სხვადასხვა საგანში პერიოდულად იცვლება. წელსაც მოსალოდნელია მცირე ცვლილება რამდენიმე საგანში. დეტალური ინფორმაცია, რომელი საგნის ტესტს შეეხება და რას გულისხმობს ცვლილება, ცენტრის ვებ- და ფეისბუკ გვერდებზე კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება”, – განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მაშ ასე, ცენტრი ცვლილებებს არ უარყოფს და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
განახლება: ცნობილია რა სიახლეები დახვდებათ 2022 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – დეტალები
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024