GE

ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გასული მოსწავლეები ერთი საგნის ტესტს ხელმეორედ დაწერენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხელმეორედ 13 იანვარს ჩატარდება. გადაწყვეტილების მიზეზი ტექნიკური ხარვეზის გამო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ტესტის არასწორი ვერსიის მიწოდება გახდა. შესაბამისად, 10 იანვარს ჩატარებულ ტესტირებაში მონაწილე პირთა ნაშრომები არ გასწორდება.

დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად და რომელ საათზე უნდა გამოცხადდნენ მეორე ტურის მონაწილეები, შეიტყობენ სკოლის ადმინისტრაციისგან.

როგორც ცენტრში განაცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა მომავალში ასეთი ტიპის ხარვეზების თავიდან აცილებისა და შესაბამისი მექანიზმების შექმნისთვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს იხდის შექმნილი ვითარების გამო და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მთლიანობაში პროცესს ზიანი არ მიადგება.

იხილეთ 2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტირებისთვის გამოყოფილი დროები და საგნების მაქსიმალური ქულები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური