ერთად ვსწავლობთ კითხვას – სახალისო სავარჯიშოები სკოლის მოსწავლეებისთვის
წინა სტატიაში ვისაუბრე კითხვის დარღვევის ტიპებზე. როგორც დაგპირდით, ამ სტატიაში შემოგთავაზებთ კითხვის სირთულესთან გამკლავების სავარჯიშოებსა და სტრატეგიებს.
თუ მე-2 , მე-3 კლასელი ბავშვი ჯერ კიდევ ვერ კითხულობს, მნიშვნელოვანია რომ მშობელმა დროულად მიაქციოს ყურადღება ამ პრობლემას. გარდა იმისა, რომ ბავშვი ნელ-ნელა ჩამორჩება თანატოლებს აკადემიური განვითარებით, აქ სხვა სახის პრობლემაცაა.
ზარალდება ბავშვის ემოციური სფერო, მისი თვითკომპეტენტურობა და თვითშეფასება.
მოსწავლეს აღარ სჯერა საკუთარი წარმატების აკადემიურ სფეროში. ნელ-ნელა კარგავს სწავლის ხალისსა და მოტივაციას. შესაძლოა ამ ფაქტორმა ზეგავლენა მოახდინოს მის სოციალურ ურთიერთობებზე თანატოლებთან : იგი ფიქრობს რომ არ არის ისეთივე წარმატებული და კარგი, როგორც მისი თანატოლები და ერიდება მათთან მეგობრობას. ან ეშინია რომ დასცინებენ და იჭერს დისტანციას.
კითხვის დასწავლის სირთულის სიმპტომები : კითხულობს ასო-ასო და ვერ აერთიანებს, ვერ შლის სიტყვას ასოებად, სიტყვაში ტოვებს ან ანაცვლებს ასოებს, კითხულობს პირველ მარცვალს და ასრულებს მიხვედრით, კითხულობს ძალიან ნელა/მარვალ-მარცვალ და ვერ გადადის სიტყვის ერთიან, სწრაფ ამოკითხვაზე,
ს ა ვ ა რ ჯ ი შ ო ე ბ ი :
1. ბავშვს ვეუბნებით სიტყვას ასო-ასო და ვთხოვთ გააერთიანოს სიტყვაში , მაგ :
კ უ —— კუ
თ ხ ა —— თხა
ბ ა ლ ი —— ბალი
სიტყვაში შემავალი ბგერების რაოდენობა იზრდება ეტაპობრივად, მას შემდეგ რაც ვრწმუნდებით რომ ბავშვი მარტივად აერთიანებს 2 და 3 ბგერიან სიტყვებს. პირველ ეტაპზე შესაძლოა დაიხმაროთ სურათები, მინიშნებისთვის. ვეუბნებით “ კ უ „ და ბავშვმა უნდა მოძებნოს მიღებული სიტყვის სურათი მაგიდაზე არსებულ ბარათებში. ბარათების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ლოტო ცხოველებისა და ხილის ჟეტონებით.
2. დაშალეთ სიტყვა ბგერებად ტაშების გამოყენებით. მაგ : „ბალი“ : ბ-ზე 1 ტაში, ა-ზე მე-2 ტაში, ლ-ზე მე-3 ტაში და ი-ზე მე-4 ტაში. დაშლას ვიწყებთ სტანდარტულად 2 ასოიანი სიტყვებიდან.
3. ვიფიქრებთ სიტყვებს კონრეტულ ასოებზე. თავდაპირველად, შეგვიძლია დავიხმაროთ სურათებიც.
ბავშვს ვაძლევთ შემდეგ ინსტრუქციას : მოვძებნოთ ყველა ბარათი, რომელიც იწყება ა-ზე, ბ-ზე, გ- ზე და ა.შ. ამ ეტაპის დაძლევის შემდეგ, ვაცილებთ ბარათებს. ბავშვი თავად იგონებს სიტყვებს ასო-ზე და ჩვენ ვიწერთ. თუ მხოლოდ პირველი ასოთი ბავშვი სიტყვას ვერ იფიქრებს, ვაწოდებთ პირველ მარცვალს.
4. ვტოვებთ ასოებს სიტყვაში და ბავშვმა უნდა ჩასვას გამოტოვებული ასო
გ – გ – თ – ა – უ თ ი
ბ უ – თ ი კ – რ ი გ უ – ი
5. ბავშვს ყურადღებას ვამახვილებინებთ სიტყვის შემადგენლობაზე, ბგერის გამოტოვების/ჩანაცვლების თავიდან არიდების მიზნით
6. ვაკითხებთ არასიტყვებს, შინაარსზე დაყრდნობით რომ არ ამოიკითხოს სიტყვა
ფართლი ჩხარწი ღორეკუ ჩუფალო ბორჯემნა და ა.შ.
7. ვქმნით კროსვორდებს
მუშაობის საწყის ეტაპზე მოსწავლეს ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ იმ სიტყვების სურათები, რაც კროსვორდშია მოცემული. ბავშვმა თავად უნდა გამოიცნოს, რომელი სიტყვა სად უნდა ჩასვას და სწორად გაანაწილოს უჯრებში ასოების თანმიმდევრობა. გამუქებულ სვეტში მოცემულია ამოსაცნობი სიტყვა:
8. ვქმნით რებუსებს და ერთად ვიწერთ მიღებულ წინადადებებს:
თქვენი ბავშვი ან მოსწავლე ვერ კითხულობს? – ალბათ, გაინტერესებთ რატომ
რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს ბავშვისთვის ელექტროტექნიკასთან ჭარბ ურთიერთობას
საინტერესო ინფორმაცია მშობლებისთვის
ფსიქოლოგი მარი არევაძე
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს