ერთბაშად ამდენი გამოცდა სტრესია – მათემატიკის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა 15% ჩაიჭრა
დღეს მე–12 კლასელთა სკოლის საატესტატო გამოცდები მათემატიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გასული მოსწავლიდან ბარიერი წარმატებით დაძლია მოსწავლეთა 85 %–მა.
საგამოცდო პროცესი 1500-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყო, ჩვენ მიერ გამოკითხული მოსწავლეების ნაწილი ამბობდა, რომ მათთვის ყველაზე რთული ისტორიის გამოცდა იყო, რადგან აღნიშნულ საგანს ბევრი აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე არ აბარებს, ამიტომ მომზადების დონე შედარებით დაბალი იყო.
მათემატიკის გამოცდა წარმატებით ჩააბარა თბილსის115 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე უჩა ჩიტორელიძემ. ის მომავალში სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გეგმავს. აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ ჯერ სკოლის გამოსაშვები და შემდეგ უკვე ეროვნული გამოცდები მოსწავლისთვის გარკვეული ტვირთია.
„გამოცდა ყოველთვის ძნელია როცა არ იცი. ერთ-ორი თემა თუ გეცოდინებოდა ზღვარს გადალახვა პრობლემა არ იყო. მათემატიკაში თითქმის ყველა მიმართულების დავალებები შემხვდა, ტრიგონომეტრია, ფართობები, ლოგარითმები და ა.შ. ჩავაბარე, მაგრამ უფრო მეტ შედეგს ველოდებოდი, რადგან ამ საგანს ეროვნულ გამოცდებზეც ვაბარებ. ქართულიც ვიცოდი და ინგლისურიც, ორივეში კარგი ქულები ავიღე. ისტორის მეშინოდა, თუმცა ნაცნობი საკითხები შემხვდა და ისიც ჩავაბარე. იყო საუბრები, რომ ბავშვები ისტრესებიან ვიდეოთვალის და დამკვირვებლის გამო, ჩემთვის ამას არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია. უბრალოდ შარშან პირველი გამოცდა რომ იყო, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა მივხვდი რომ ეს საზიანოა.
„ვფიქრობ, მოზარდებისთვის სტრესი ერთბაშად ამდენი გამოცდა უფროა. ჯერ სკოლის გამოსაშვები და შედეგ ეროვნული გამოცდები ძალიან ბევრია. მე მირჩევნია, ბევრი საგანი, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე ვაბარებთ უფრო გაძლიერებულად ისწავლებოდეს სკოლაში. მაგლითად სკოლაში არ ისწავლება უნარები, არც მაღალი დონის მათემატიკა და არც მაღალი დონის ქართული, ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება ეროვნულ გამოცდებზე შეგხვდეს. ამიტომ გვიწევს კლასგარეშე სწავლა. მე მირჩევნია სკოლაში ისწავლებდეს ყველაფერი და რეპეტიტორთან მომზადება აღარც დაგვჭირდებოდა. არც მე-11 კლასის გამოცდა არ უნდა იყოს, არც მე-12 კლასის. უბრალოდ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგამოცდო საგნები მაღალ დონეზე. ვისაც სწავლა უნდა, ფულის ყრას ჯობია სკოლაში ისწავლოს და იქ მიღებული ცოდნით გავიდეს ეროვნულებზე,“ – ამბობს უჩა ჩიტორელიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
„მათემატიკა ჩავაბარე და რასაც ვვარაუდობდი ის ქულა ავიღე, მათემატიკაში ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები და ამიტომ შედეგში დარწმუნებული ვიყავი. ისტორიის მეშინოდა და მიხარია, რომ ზღვარი იქაც გადავლახე. რაც შეხება სხვა საგნებს, ყველგან კარგი შედეგი მაქვს. ვულოცავ ჩემ თავს და ყველა მოსწავლეს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მე-12 კლასელმა ანა კაკულიამ.
„ვინც იცის მისთვის ზოგადად რთული არასდროს არ არის და კარგ ქულასაც აიღებს. მე ადვილად ჩავაბარე. ზოგადად, გამოცდაზე ის საკითხები იყო რაც სკოლაში ვისწავლეთ. კარგად მომზადებული ვიყავი, მათემატიკას ეროვნულებზე ვაბარებ და ვემზადებოდი, თუმცა ალბათ ისედაც არ გამიჭირდებოდა, რადგან რაც სკოლაში ვისწავლეთ ის დავალებები შემხვდა. რაც გამოცდები დაიწყო ჩვენ სკოლაში მხოლოდ 2 ბავშვი ჩაიჭრა, ვფიქრობ კარგი შედეგია“, – ამბობს კდევ ერთი მე-12 კლასელი ნათია კორკოტაძე.
სკოლის გამოსაშვები გამოცდები მათემატიკაში 1500-მდე სკოლაში მიმდინარეობდა და მასში 47 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლების დიდმა ნაწილმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა. საგნების მიხედვით, არსებული მონაცემები ასეთია: ქათული ენა და ლიტერატურა- გამოცდა ჩააბარა 97%-მა, უცხოური ენები – ჩაბარა 85%-მა, ისტორია კი 95%-მა.
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 19 ივნისს, მე–11 კლასის საატესტატო გამოცდებით გაგრძელდება.
საგნის ჯგუფის ხელმძღვანელების რჩევები მოსწავლეებს
მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2016–17 სასწავლო წელი
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება