ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტთა 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესიის გამოცდაზე აბიტურიენტების 4%–ზე მეტი არ გამოცხადდა. ასევე, გამოცდაზე დააგვიანა 4-მა აპლიკანტმა და ისინი გამოცდაზე აღარ დაუშვეს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფო დოლიძემ მიაწოდა.
„დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყო 9 035 აბიტურიენტი, სამწუხაროდ, 4–პროცენტზე ცოტა მეტი არ გამოცხადდა გამოცდაზე და ისინი გამოეთიშებიან კონკურსს. ასევე, გვაქვს რამდენიმე დაგვიანების შემთხვევა, 3 თბილისში და ერთი ქუთაისში, ეს აბიტურიენტებიც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში. დანარჩენ აბიტურიენტებს კი წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა სოფო დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი გაიხსნება. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.
„მომავალ წელს ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს“ – განათლების მინისტრი
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის
-
„სასკოლო წიგნების შეძენა გრძელ რიგში, ამ ქაოსში გვიწევს“ – კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები
by ARIS.GE-განათლება
-
რამდენ სკოლაში შეძლებს მასწავლებელი ფუნქციური დანამატის მიღებას – ცვლილებები ანაზღაურების შესახებ ბრძანებას შეეხო
by ARIS.GE-განათლება