ერთმა აბიტურიენტმა საცობის გამო დაიგვიანა, მეორემ კი ცენტრს ვერ მიაგნო – პირველი დაგვიანებები ეროვნული გამოცდებიდან

ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიანი ეროვნული გამოცდის პირველი სესია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ საგამოცდო ცენტრებში მიმდინარეობს.
EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებმა აბიტურიენტების დაგვიანების შემთხვევები უკვე დააფიქსირეს თბილისის ორ საგამოცდო ცენტრში.
მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი გოგონა 7 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა და როგორც მოგვიანებით EDU.ARIS.GE-ს უთხრა, ის ტაქსის დახმარებით ცდილობდა საგამოცდო ცენტრი ეპოვნა, რის გამოც გამოცდაზე დროულად მოსვლა ვერ შეძლო: “დავაგვიანე, რადგან ვერ ვიპოვნეთ საგამოცდო ცენტრი. ამ უბანში პირველად ვარ”.
გოგონამ საგამოცდო ცენტრის დირექტორთან, თინათინ ალავიძესთან გასაუბრება ითხოვა, რომელმაც გამოცდაზე დაშვებაზე უარი განუცხადა. ამის შემდეგ აბიტურიენტმა საგამოცდო ცენტრი აღელვებულმა დატოვა.
აბიტურიენტმა კიდევ ერთ, #177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სულ 1 წუთით დაიგვიანა. ის გამოცდაზე არ დაუშვეს.
დაგვიანებულ ახალგაზრდას ადგილზე შეკრებილი მშობლები გამოესარჩლნენ და დაცვის თანამშრომლებს მისი შენობაში შეშვება სთხოვეს.
“1 წუთის გამო 1 წელი უნდა დაკარგოს?!,” – მიმართავდნენ ისინი დაცვის თანამშრომლებს.
მშობლების საპასუხოდ ადგილზე საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელი მოვიდა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ დაგვიანებული აპლიკანტი გამოცდაზე ვერ შევიდოდა.
“მე რომც შევუშვა, სისტემა აღარ გაატარებს გამოცდას”, – უთხრა მან მშობლებს.
როგორც აბიტურიენტმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, მან ქალაქში არსებული საცობების გამო დაიგვიანა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადეს გოგა ნიჟარაძემ და მზეო შველიძემ
-
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი ბოლო ანგარიშში by ARIS.GE-განათლება 6 აპრილი, 2025
-
ამ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჯანმრთელობის ცნობა NAEC-ში 10 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ – დეტალები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 5 აპრილი, 2025
-
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 4 აპრილი, 2025