„ეს ცვლილება გახლავთ მესიჯი სკოლებისთვის“ – ნუნუ მიცკევიჩი აბიტურიენტებისთვის არჩევითი საგნების კვლავ გაფართოებაზე
აბიტურიენტებისთვის გასულ წლებში წართმეულ უფლებასა და ახლა უკვე ხელახლა მიცემულ შესაძლებლობაზე, რომ სავალდებულო საგნების არჩევისას, მათემატიკისა და ისტორიის გარდა, სხვა საგნების არჩევაც შეეძლოთ, დამატებით საუბრობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ნუნუ მიცკევიჩი.
დღეს მან “პალიტრა ნიუსის” ეთერში უპასუხა კითხვას, თუ რატომ გახდა ამ ცვლილების განხორციელება საჭირო:
“ცვლილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ მესამე საგანს. ეს გახლავთ ყოფილი მათემატიკა და ისტორიის არჩევანი, რომელიც გაფართოვდა და აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, არჩეული პროგრამის რელევანტური საგნის ჩაბარების. უპირველეს ყოვლისა, ამის საჭიროება გამოწვეულია იმით, რომ აბიტურიენტებმა უკეთ დაადასტურონ იმ საგნობრივი კომპეტენციის, ასე ვთქვათ, თუნდაც მინიმუმი, რომელ პროგრამასაც ისინი ირჩევენ და უკეთ დაძლიონ შერჩეული პროგრამა უმაღლესი განათლების საფეხურზე. ამასთან ერთად, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების შემთხვევაში, ეს გახლავთ მესიჯი სკოლებისთვის, იმისთვის, რომ გაიზარდოს მოსწავლეთა ინტერესი და ეს იყოს თანაბარი ეროვნული სასწალო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის მიმართ“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდების რაიმე სახის ცვლილებაზე ან ადაპტირებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
ამავე თემაზე:
ცნობილია რა სიახლეები დახვდებათ 2022 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – დეტალები
რა მიმართულებაზე რა საგნის ან საგნების ჩაბარება მოუწევთ 2022 წლის აბიტურიენტებს – მინისტრის ბრძანება
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა ეთო მიდელაშვილმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება